სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ ქედელ მონაწილეებს ამერიკელი მასწავლებელიც გულშემატკივრობს
24-01-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს „ქედის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება. 

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი პირველი მაისის საჯარო სკოლას ესტუმრა

სკოლაში სტუმრობის შემდეგ კი  „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა ქედის საგანმანათლებლი რესურსცენტრში ახალ, ინოვაციურ პროექტ Izrune.ge-ს შესახებ პრეზენტაცია გამართა.
 
ამ წუთებში ინტელექტ-შეჯიბრი ქედის სპორტსკოლაში მიმდინარეობს და მასში ქედის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ხარაძე, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე, რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს გულშემატკივრები ამხნევებენ.

ქედის „ეტალონში“ მონაწილე სამ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს მუნიციპალიტეტის მერია ფულადი პრიზებით - 500, 300 და 200 ლარით დააჯილდოებს. 

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ქედის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

  







































კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება