მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა მოლოდინი აქვს 2021-2022 სასწავლო წლისგან? რას ფიქრობს მასწავლებელთა გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე? და მისი აზრით, სავალდებულო უნდა იყოს თუ არა პედაგოგებისთვის ვაქცინაცია? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია ბუთლიაშვილი პასუხობს.
- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?
- ვფიქრობ, რომ ეს სასწავლო წელი იქნება მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი. არსებულმა ეპიდსიტუაციამ დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, რამაც გარკვეულ წილად სასწავლო პროცესის შეფერხება გამოიწვია. ახალ სასწავლო წელს ახალი იმედებით ვეგებებით. იმედია ყოველივე ნეგატიურს უკან ჩამოვიტოვებთ და წარმატებებზე ვიქნებით ორიენტირებულნი.
- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?
- გასული სასწავლო წლიდან უკვე გვაქვს ელექტრონულ ჟურნალებზე მუშაობის გამოცდილება. მიუხედავად არსებული ხარვეზებისა და წინააღმდეგობებისა, პედაგოგებმა მეტნაკლებად შეძლეს ელ. ჟურნალის წარმოებისთვის ფეხის აწყობა. ელ. ჟურნალის წარმოების წარმატებულად დანერგვის მნიშვნელოვნად ფაქტორად მიმაჩნია გამართული მატერიალურ- ტექნიკური ბაზა და შეუფერხებელი ინტერნეტი.
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?
- ვაქცინაციის საკითხი ზოგადად ძალიან რთული თემაა. თანამედროვე ანტივაქსერული კომპანიის ფონზე ბევრი პედაგოგი თავს იკავებს აცრაზე. მათ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება, თუმცა, ჩვენ ხომ ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა გვევალება, ვთვლი, რომ ვაქცინაცია სავალდებულოა.
- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?
- პირველკლასელებისთვის სწავლის დისტანციურ რეჟიმში დაწყებას დიდ გამოწვევად ვთვლი, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და ზოგადად სკოლისთვის. ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს თითოეული მათგანის მხრიდან სწავლა-სწავლების პროცესი რომ შედგეს. ამ ეტაპზე პირველკლასელებისთვის სწავლა ოქტომბრამდე გადაიდო. იმედია შემდგომ სწავლა სკოლის კედლებში გაგრძელდება.
- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?
- ჩვენთან ყველა პედაგოგი უფროსი, წამყვანი ან მენტორია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს