სიახლეები
სიახლეები

მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქტომბერში გადაეცემათ - სამინისტროს მორიგი განმარტება
13-09-2021
-
+


წარჩინებულ კურსდამთავრებულები მედლებს ოქტომბერში მიიღებენ - აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს. 

უწყებაში განგვიმარტეს, რომ შესყიდვის პროცედურის დასრულებისთანავე მედლები ერთიანად გადაცემა იმ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სკოლა 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში დაასრულეს. 

„ჯერჯერობით შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება შემდეგ ერთიანად მოხდება მედლების გაცემა. სავარაუდოდ, მედლების გაცემა დაიწყება ოქტომბრის დასაწყისსა და შუა რიცხვებში. მედლებს ის წარჩინებული მოსწავლეები მიიღებენ, რომლებმაც სკოლა წარჩინებით 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში დაამთავრეს“, - განგვიცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წელია კურსდამთავრებულები მედლებს უშედეგოდ ელოდებიან. სამინისტროს მიერ არაერთხელ გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის მიზეზი კი მრავალგვარი იყო - კომპანიის კვალიფიკაციიდან დაწყებული, შესასყიდი თანხის არასაკმარისობით დამთავრებული. ოქტომბერში მედალს  8 735 კურსდამთავრებული ელის, რომელთა ნაწილიც დღეს მესამე კურსის სტუდენტია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით საერთო ჯამში სამი სასწავლო წლის განმავლობაში 6 622 ოქროს, ხოლო 2 113 ვერცხლის მედალოსანი კურდამთავრებული გვყავს .




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება