სიახლეები
სიახლეები

ეკრძალებათ თუ არა სპორტულ და სახელოვნებო წრეებს სკოლის შენობაში ფუნქციონირება - განმარტება შრომის ინსპექციიდან
11-09-2021
-
+



სწავლა დისტანციურად იწყება, თუმცა სპორტული და სახელოვნებო წრეები ძველებურად აგრძელებენ მუშაობას, როგორც სკოლის შენობაში, ასევე მის გარეთ. გაჩნდა მოსაზრება, ის წრეები, რომლებიც სკოლაში ფუნქციონირებდა, იქამდე ვერ გაიხსნებოდა, ვიდრე  სასწავლო პროცესი პირისპირ რეჟიმში არ აღდგებოდა. Etaloni.ge-მ ინფორმაცია შრომის ინსპექციაში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ რეგულაციები ერთნაირად ვრცელდება ყველა სპორტულ და სახელოვნებო წრეზე, მნიშვნელობა არ აქვს, ის სკოლის შენობაშია, თუ სხვაგან. რაც შეეხება სანქციებს, როგორც სხვა სექტორის შემთხვევაში, აქაც იგივეა -  ფიზიკური პირისთვის 2000 ლარი, იურიდიულისთვის - 10 000, ხოლო თუ კრიტიკული შეუსაბამობა იქნება დადგენილი - დალუქვა.

 „სპორტული და სახელოვნებო წრე სკოლის შენობაშია, თუ სხვაგან, ამის შესახებ შეზღუდვა დადგენილებაში არ წერია. შედგენილი რეკომენდაციები ყველა სახელოვნებო წრისთვისაა და არ აქვს მნიშვნელობა, სად წარმართავენ თავიანთ საქმიანობას. მთავარია უზრუნველყონ და დაიცვან ის წესები, რაც ვირუსის პრევენციისთვისაა შემუშავებული. საქნციები ამ შემთხვევაშიც იგივეა, ფიზიკური პირისთვის 2000 ლარი, იურიდიულისთვის - 10 000, ხოლო კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში კი დალუქვა.“ - გვითხრეს უწყებაში.


სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის არსებული რეკომენდაციები ასეთია:

•    სარეპეტიციო სამუშაო გრაფიკი შეადგინეთ იმგვარად, რომ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრები არ იმყოფებოდნენ უშუალო კონტაქტში ერთმანეთთან;

•    დააწესეთ სარეპეტიციო მუშაობის გრაფიკი ცვლების მიხედვით;

•    შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ცვლაში არ დაუშვათ 10 (ათი) ადამიანზე მეტი;

•    იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი კოლექტივის სარეპეტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროება 10 (ათი) ადამიანს აღემატება, სარეპეტიციო სივრცეში უზრუნველყავით 5 მ 2 ფართობზე თითო შემსრულებლის დაშვების შესაძლებლობა, ან მინიმუმ 2 მეტრის უსაფრთხო დისტანცია შემსრულებლებს შორის;

•    სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 2 (ორი)
საათს;

•    უზრუნველყავით ცვლებს შორის ინტერვალის შესაძლებლობა მინიმუმ 1 – 1,5 საათი;

•    ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურეობრივი განლაგება დისტანციის დაცვით;

•    გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;

•    მაქსიმალურად შეამცირეთ რეპეტიციების, კონცერტებისა და სპექტაკლების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;

•    უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება;

•    აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია;

•    კონცერტის, სპექტაკლისა თუ სარეპეტიციო სამუშაოს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, განსაზღვრეთ გამოყენებული რეკვიზიტის, ინსტრუმენტის, მიკროფონის, ხმის აპარატურის/პულტის და სხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით; o იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება