მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად Etaloni.ge და მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალი izrune.ge ერთობლივ კონკურსს აცხადებენ. გადაიღეთ და გამოგვიგზავნეთ სასწავლო წლის დაწყების ემოციური ფოტო და გახდით კონკურსის გამარჯვებული. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ონლაინ ისე დასწრებითი ფორმატის სწავლის პროცესის შემთხვევაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოგვაწოდოთ ახალი სასწავლო წლის დაწყების ამსახველი ემოციური ფოტო Etaloni.ge-ს Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების საშუალებით. ფოტოზე აუცილებელია ასახული იყოს მოსწავლ(ეებ)ის ან/და მასწავლებლ(ებ)ის სკოლის დაწყებასთან დაკავშირებული ემოციები.
გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, მათ შორის Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და Etaloni.ge-ს და izrune.ge-ს რჩეულები. გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
საკონკურსო ფოტოები განთავსდება Etaloni.ge-ს Facebook გვერდის სპეციალურ ალბომში
საკონკურსო ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 15 სექტემბრიდან 08 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები 11 ოქტომბერს გამოვლინდებიან.
☞ გაეცანით კონკურსის პირობებს:
☆ საკონკურსო ფოტოს გამოგზავნა შეუძლია მოსწავლეს, მშობელს, სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს;შენიშვნა: კონკურსის დასრულების შემდეგ, Etaloni.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფი არაბუნებრივი გზით მიღებულ ლაიქებს გააბათილებს.
წარმატებებს გისურვებთ!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც