სიახლეები
საინტერესო

ვის შეუძლია სკოლაში მაძიებლად დასაქმება და რა ევალება ტუტორს?
21-09-2021
-
+


მასწავლებლობის მსურველებს სკოლაში დასაქმების რამდენიმე შანსი აქვთ. მათთვის, ვისაც პედაგოგის კვალიფიკაციის დამადასტურებელი გამოცდა არ აქვთ ჩაბარებული, მაძიებლობის პროგრამა არსებობს. მაძიებლად დასაქმება ასევე შეუძლია პირს, რომელსაც დიპლომში არ უწერია პედაგოგი, თუმცა მასწავლებლის გამოცდას ჩააბარებს.

როგორ ხდება მასწავლებლობის მაძიებლის შერჩევა სკოლებში?

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის შერჩევა ხდება კონკურსის წესით, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესით“ გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

სკოლა მასწავლებლობის მაძიებლის შერჩეულ კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შესათანხმებლად მიმართავს ცენტრს. განცხადებას თან უნდა ჰქონდეს დართული ყველა ის დოკუმენტი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული კონკურსის საფუძველზე ვერ შეარჩია კვალიფიციური კადრი და წარმოიშვა ვაკანსიის მასწავლებლობის მაძიებლით შევსების საჭიროება, ასევე, დოკუმენტაცია მასწავლებლობის მაძიებლობის კონკურსის ჩატარების შესახებ. 

ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულების დოკუმენტაციას შეისწავლის და არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: მასწავლებლობის მაძიებლის წარმოდგენილი კანდიდატისთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით თანხმობას ან უარს.

ცენტრის თანხმობის შემთხვევაში სკოლა მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

მასწავლებლობის მაძიებლის რეგისტრაცია მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაზე

მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში,  შეარჩიოს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის მისთვის სასურველი პერიოდი და გრაფიკი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებელთან  შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში ელექტრონულ სისტემაში დაარეგისტრიროს მასწავლებლობის მაძიებელი და ატვირთოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება.

მასწავლებლობის მაძიებლობის გავლის პერიოდი

მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია, სკოლაში დასაქმებისა და მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებიდან 2 წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია შეწყვიტოს მასწავლებლობის მაძიებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და შესაბამისი ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ სისტემაში.

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა შედგება ორი კურსისგან:

ა) აკადემიური კურსი;

ბ) პედაგოგიური პრაქტიკის კურსი.

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა შესაძლებელია იყოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი (ინტენსიური).

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსი ითვალისწინებს მაძიებლისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის კურსი მოიცავს მაძიებლის მიერ სკოლაში პედაგოგიური პრაქტიკის გავლას.

ვინ არის ტუტორი და რა კავშირი აქვს მას მაძიებელთან?

რაც შეეხება ტუტორს, ის, ფაქტობრივად, მაძიებლის დამხმარეა და მის თითოეულ პედაგოგიურ ნაბიჯს აფასებს. ტუტორი ფასილიტაციას უწევს მასწავლებლობის მაძიებლის პრაქტიკულ საქმიანობას მაძიებლობის პერიოდის განმავლობაში.

ტუტორი უნდა ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს/საგნობრივ ჯგუფს სკოლაში და ჰქონდეს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ ჰყავს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი შესაბამის საგანში, მაშინ მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის ტუტორის შესარჩევად მიმართავს ცენტრს.

მასწავლებლობის მაძიებლის შეფასება 

სკოლის დირექტორი, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის პედაგოგიური პრაქტიკის კურსის დასრულების შემდგომ, აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განთავსებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის გავლის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ, რის შესახებაც წერილობითი ფორმით მიმართავს ცენტრს.

ცენტრის დირექტორი გადაწყვეტილებას მასწავლებლის მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლის შესახებ იღებს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შემადგენელი აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგების  საფუძველზე.

მასწავლებლობის მაძიებელი უფლებამოსილია მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგები საპრეტენზიო განაცხადის მეშვეობით გაასაჩივროს ცენტრში.

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისია.


იხილეთ ასევე: ვის შეუძლია გახდეს ტუტორი და რა ფუნქცია-მოვალეობები ეკისრება მას? - განათლების მინისტრის ბრძანება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება