მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორ მარინე ტაბატაძეს მათემატიკის მოხალისე მასწავლებლად მუშაობისთვის დიპლომი გადაეცა.
დირექტორსა და მათემატიკის მასწავლებელს დიპლომი ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის დირექციამ გადასცა.
მარინე ტაბატაძე 2020-2021 სასწავლო წელს, რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ პროექტ „მოხალისეს“ ფარგლებში დაგეგმილ სასკოლო კლუბში მათემატიკის მოხალისე მასწავლებლად დისტანციურად მუშაობდა.
ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი პროექტის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს მადლობას უხდის.
„მადლობა შესანიშნავ პროექტს, მის ხელმძღვანელებსა და დამფუძნებელ მარი ფორჩხიძეს, რომ მომეცა შესაძლებლობა, მეც ვყოფილიყავი ამ საოცარი პროექტის ნაწილი!!!
გაავრცელე სიკეთე ,ყველაფერი ფულით არ იზომება!!!
მადლობა მარი ფორჩხიძეს აქტუალურ და საჭირო პროექტში ჩართვისთვის.
ეს დიპლომი ყველას ერთნაირად გვეკუთვნის, ჩემო საყვარელო მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებო. მიყვარხართ და მეიმედებით!“,- აღნიშნავს მარინე ტაბატაძე.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა