სიახლეები
სამასწავლებლო

„ტრენინგები საჭირო და აუცილებელია, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მასწავლებლებისთვის“- მარინა გოცირიძე, თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი
13-09-2021
-
+


მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- სასურველია 2021–2022 სასწავლო წელი იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე წინა სასწავლო წელი. იყოს ნაკლები ონლაინ გაკვეთილი, მეტი დასწრებული სწავლება და რაც მთავარია, ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო, ჯანსაღი გარემო შინ და გარეთ. სიახლე არის სტატუსამაღლებული მასწავლებლები, რომლებიც განახლებული ენერგიით შეუდგებიან თავიანთ საქმიანობას, იქნება ეს დასწრებული თუ ონლაინ ფორმით.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- მასწავლებლებმა  ელექტრონული ჟურნალის წარმოების გარკვეული გამოცდილება მიიღეს გასულ სასწავლო წელს. მიმაჩნია, რომ ისინი მზად არიან ამ სიახლისათვის. რამდენად სწორია ეს ცვლილება ამის შესახებ მსჯელობა მოგვიანებითაც  შეიძლება.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?
 
- ვფიქრობ, ვაქცინაცია ნებაყოფილობითი უნდა იყოს. ჩვენი სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობა აცრის მსურველია.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- ვურჩევდი,  საქმისადმი გონივრულ მიდგომას, ოჯახის წევრებმა კარგად უნდა გაიაზრონ რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლასთან და მასწავლებლებთან ერთად ოჯახის თითოეული წევრი. მათ მხარდაჭერა უნდა გამოხატონ ბავშვის მიმართ, შეუქმნან ბავშვს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების სათანადო პირობები თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად. აუცილებლად, თვალყური უნდა ადევნოს ოჯახის რომელიმე წევრმა, თუ რამდენად აქტიურად ერთვება ბავშვი ონლაინ გაკვეთილში.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე, ყველამ აიმაღლა სტატუსი. ტრენინგები საჭირო და აუცილებელია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მასწავლებლებისთვის გარკვეული საკითხების შეხსენების, ახლებურად დანახვის და სიახლეების გაზიარების კუთხით. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება