სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლებზე ინფორმაცია გროვდება - 10 000 მოსწავლე და 6 700 პედაგოგი შეისწავლეს
17-09-2021
-
+


საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% პროცენტი კორონავირუსის ერთი დოზით აცრილია, კერძო სკოლების პედაგოგებიდან კი ერთი დოზით აცრილი 64%-ია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% მინიმუმ, ერთი დოზით არის აცრილი, სრულად აცრილია 33%, პედაგოგების მინიმუმ, ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%. კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 64%, სრულად აცრილია 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს თბილისში, 70%“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში 10 000 მოსწავლე და 6 700 პედაგოგი შეისწავლეს, საიდანაც ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი 1,08% იყო.

„დათვლილი გვაქვს ამ ეტაპზე, მაღალმთიან სკოლებთან მიმართებაში, სადაც დააანონსებულია, რომ სწავლა 4 ოქტომბერს უნდა აღდგეს, ჩვენ ცალკე შევისწავლეთ კიდევ 332 მაღალმთიანი სკოლა, დაახლოებით, 10 000 მოწაფით და 6 700-მდე პედაგოგ-მასწავლებლითა და ადმინისტრაციული პერსონალით, 1,08% გვქონდა დაინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში, ანუ მოსწავლეებში, რაც დაბალია და კარგია. ასევე ბოლო 6 თვეში, 415 პედაგოგია, აქედან 6%- საერთო შესწავლისა იყო დაინფიცირებული და 25% ამ სკოლებში პედაგოგებისა იყო აცრილი, ამას ვითვლით“, - განაცხადა გამყრელიძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება