სიახლეები
სკოლები

„გიყვარდეთ შრომა და იყავით მიზანდასახულები“ - თხილნარის N2 სკოლის დირექტორის ლევან სურმანიძის ემოციური მიმართვა მოსწავლეებს
14-09-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლევან სურმანიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს მიმართავს: 

„ძვირფასო ბავშვებო, ჩემო პატარა მეგობრებო, კოლეგებო, პატივცემულო მშობლებო ამ უჩვეულო ამპლუაში პირველად როგორც არასდროს მინდა სულითა და გულით მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება; პირველ რიგში მინდა გისურვოთ, მხნეობა, გამძლეობა და რწმენა იმისა, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება; ხვალიდან სწავლა დისტანციურად განახლდება, მაგრამ მალე უფლის ნებით (სავარაუდოდ 4 ოქტომბერს), თქვენით კვლავ აჟრიამულდება სკოლის საკლასო ოთახები, მამა-შვილურად გულში ჩაგიკრავთ და 7 თვის მონატრების სურვილს დავიოკებთ; ასე დაიწყება სწავლა საკლასო ოთახებში, სამუდამოდ მოგვშორდება, წავა უხილავი მტერი - კოვიდ-19 და იგი დედამიწაზე არასოდეს დაბრუნდება. ამ გადმოსახედიდან მსურს გითხრათ, რომ ჯანმრთელ ადამიანს პირველ რიგში საკვები, მერე უსაფრთხო გარემო, შემდეგ კი უახლოესი ადამიანებისა და ქვეყნის სიყვარული, კარგი ცხოვრება გაულამაზებს სიცოცხლეს; ამ ყველაფერს პიროვნების კარგი ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება, რასაც კარგი სამსახური და ხარისხიანი განათლება იძლევა; ამიტომაც მოგიწოდებთ, ნუ დაყრით უიმედობით ფარ-ხმალს, ერთი წუთითაც ნუ მოდუნდებით, გიყვარდეთ შრომა და იყავით მიზანდასახულები; აკეთეთ ის საქმე, რაც უკეთ გამოგდით და გჯეროდეთ, რომ იმ სფეროში კარგი ცოდნით მოახდენთ თვითრეალიზაციას. ნათქვამია, „რომ აშენო უნდა იცოდე, ხოლო რომ იცოდე უნდა ისწავლო“ დიახ, უნდა ისწავლოთ და შეძენილი ცოდნა გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

იცით თუ არა, რომ:

  1. როცა ჩარლზ დარვინმა მედიცინა დატოვა მამა ეუბნებოდა - „შენ არაფერი გაინტერესებს ძაღლებისა და ვირთხების დაჭერის მეტი!“- არადა, დარვინმა მოგვიანებით, შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
  2. ედისონის მასწავლებელი ამბობდა, რომ ის სულელია და არაფრის სწავლა შეუძლია - არადა ის მოგვიანებით, მეწარმე და გამომგონებელი გახდა ელექტროფიკაციის სფეროში. სახელი გაითქვა ფონოგრაფის გამოგონებით.
  3. აინშტაინი 4 წლამდე არ საუბრობდა. მისი მასწავლებელი ახასიათებდა, როგორც გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს. არადა, მოგვიანებით, მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში.
  4. როდენის მამა ამბობდა, „ჩემი შვილი იდიოტია. მან სამჯერ ვერ მოახერხა ხელოვნების სკოლაში ჩაბარება“. არადა, ის მოგვიანებით ცნობილი მოქანდაკე გახდა. მან ქანდაკებაში შემოიტანა მანამდე უცნობი ფორმის თავისუფლება.
  5. მენდელეევს ქიმიაში სამიანი ჰყავდა. არადა, მოგვიანებით, მან შექმნა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსია.
  6. როცა მარკონი რადიოს შესახებ უყვებოდა მეგობრებს, მათ ჩათვალეს, რომ ის გაგიჟდა და ფსიქიატრთან მიიყვანეს. არადა, რამდენიმე თვეში მან რადიო გამოიგონა.
  7. ისააკ ნიუტონს მე-7 კლასში ფიზიკაში ორიანი ჰყავდა, შემდგომში კი იგი უდიდესი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ბუნების მკვლევარი გახდა; მან სამყარო შეცვალა, შექმნა ფარდობითობის თეორია, რომელსაც დღემდე ანალოგი არ აქვს.
  8. მიხეილ ლომონოსოვი ბავშვობაში უწიგნური იყო; პირველ კლასში იგი 18 წლის მივიდა და ბუნებისმატყველებაში მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი გახდა.
  9. ილია ვეკუას უნივერსიტეტში ძალიან გაუჭირდა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლა და რექტორს იურიდიულზე გადასვლა მოსთხოვა; რექტორმა კი უთხრა, რომ ისედაც ბევრი იურისტი გვყავს და შენ აქ დარჩებიო და იმავე ფაკულტეტზე დარჩა; შემდგომში ილია ღრმად შეიჭრა მათემატიკურ ლაბირინთებში და უამრავი ნაშრომი და უდიდესი კვალი დატოვა მათემატიკურ მეცნიერებაში.

ჩემო ძვირფასებო, თქვენს შორის არ არსებობს უნიჭო მოსწავლე - ყველა ნიჭიერია! - მოსთხოვე მასწავლებელს აღმოაჩინოს შენი ნიჭი! - აიძულე, დაგინახოს შენ! - შეაწუხე, რომ გკითხოს! - აუხსენი რომ დახმარება გჭირდება! - აგრძნობინე, რომ მისი თანაგრძნობა დარდს შეგიმსუბუქებს! - ჩახედე თვალებში და უთხარი, რომ გიყვარს! - თამამად მიდი მასთან და მოსთხოვე მოვალეობის შესრულება! - განუცხადე, რომ სკოლა შენიცაა! - იმეგობრე მასთან! - ესაუბრე შენს ოცნებებზე - იფიქრე მასზე, ისიც ადამიანია  და მეორე მშობელია - უყვარს, იღლება, უხარია, ტირის და ხანდახან ტკივილიანიც; იცინის, რომ უკეთესად გაგაგებინოს, როგორ უყვარხარ! მაშ წარმატებები მინდა გისურვოთ სწავლაში და ყოველდღიურ საქმიანობაში; ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. უღრმესი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით თქვენი ლევან მასწავლებელი“, - ასეთი სიყვარულითა და გულწრფელი სიტყვებით მიმართავს მოსწავლეებს თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლევან სურმანიძე.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება


სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა 

როგორი განათება უნდა იყოს საბავშვო ბაღში - მთავრობის დადგენილება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ

„ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“



ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს

ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დამსახურებით, კარგად იციან მათ ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობა
საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება