სიახლეები
რჩევები

7 რჩევა, როგორ დავიცვათ ჩვენი პერსონალური მონაცემები
26-01-2018
-
+


პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება  -  სახელი, გვარი, მისამართი, ფოტო, სამედიცინო ინფორმაცია, საბანკო ანგარიშის დეტალები. ასევე, ინფორმაცია პირის ინტერესების და შეხედულებების შესახებ და ა.შ.

მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაში.

1. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ:

რომელი ორგანიზაცია ამუშავებს თქვენს მონაცემებს;
რა სახის მონაცემები მუშავდება;
რა მიზნით ხდება თქვენს შესახებ მონაცემების დამუშავება;
რა გზით შეგროვდა თქვენს შესახებ ინფორმაცია;
არის თუ არა მონაცემის დამუშავება კანონის შესაბამისი;
ვისზე გაიცა თქვენს შესახებ მონაცემები.

2. დააზუსტეთ მონაცემთა შეგროვების საფუძველი და ადეკვატურობა:

ხშირად ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად, თქვენგან სხვადასხვა მონაცემებს ითხოვენ. შეგიძლიათ დაინტერესდეთ, სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემების მიწოდება, თუ სავალდებულოა, რა შედეგი დადგება მათი მიუწოდებლობის შემთხვევაში.

თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია აღემატება კონკრეტული მომსახურების მიღების მიზნებს, დააზუსტეთ მათი მოთხოვნის საფუძველი. ეცადეთ გასცეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული მომსახურების მისაღებად.

3. გაეცანით თქვენზე  არსებულ მონაცემებს:

თქვენ გაქვთ უფლება  გაეცნოთ საკუთარ პერსონალურ მონაცემებს რომლებიც ინახება ამა თუ იმ საჯარო და კერძო ორგანიზაციებში (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ამ ჩანაწერების ასლები. იმ შემთხვევაში, თუ უარი გეთქვათ მონაცემების გაცნობაზე,  მიზეზი აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული.

4. შეამოწმეთ თქვენი პერსონალური მონაცემის სისწორე:

თუ თქვენს შესახებ ამა თუ იმ ორგანიზაციაში არსებული მონაცემები მცდარი ან მოძველებულია, შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება.ხოლო თუ მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მათი დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

თუ ამა თუ იმ ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტეთ, შეგიძლიათ  მოითხოვოთ მონაცემთა შემდგომი გამოყენების შეწყვეტა - მაგალითად თქვენი მონაცემების ამოღება კლიენტების ბაზიდან. მოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს წერილობით, ზეპირად ან ელექტრონულად, ხოლო მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია 15 დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.

5. ონლაინ მოქმედებების განხორციელების დროს:

დარწმუნდით  ვებ-გვერდის დაცულობაში;
ხშირად ცვალეთ ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელის, ონლაინ მაღაზიების,  ინტერნეტბანკინგისა და სხვა მომსახურებების პაროლები, ხოლო მათი შერჩევისას გამოიყენეთ რთული კომბინაცია. 
გადაამოწმეთ ვის და რა სახის ინფორმაციას უზიარებთ (ფოტოებს, დოკუმენტებს, კონტაქტებს, მდებარეობას და სხვა), გადაამოწმეთ  ხომ არ არის ჩართული ავტომატური გაზიარების ფუნქცია;
თუ იყენებთ საერთო მოხმარების კომპიუტერს, წაშალეთ თქვენს მიერ განხორციელებული მოქმედებების (ნანახი ვებ-გვერდები და სხვა) ისტორია.
სხვადასხვა ვებ-გვერდებზე სანამ გაივლით ონლაინ  რეგისტრაციას, გაეცანით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.  

6. დაიცავით დოკუმენტების უსაფრთხოება:

ნუ დატოვებთ პერსონალური მონაცემის შემცველ დოკუმენტებს (პირადობის მოწმობა, ამონაწერი ანგარიშიდან, პასპორტი, ბლოკნოტი და სხვა) უყურადღებოდ და დაუცველ ადგილას. გარკვეულ შემთხვევებში ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი მონცემების შემცველი დოკუმენტების ასლების განადგურებაც (მაგალითად სასტუმრო მომსახურების გაწევის შემდეგ).

7. თქვენ გაქვს გასაჩივრების უფლება:

პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ უფლების შელახვა საჯარო დაწესებულებაში მოხდა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, საქმის განხილვის დასრულებამდე კი შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა.

ავტორი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

ერთმანეთ ეჯიბრებოდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები

გაკვეთილზე განიზილეს ქიმიური პროცესები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება