სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

„ვრცელდება ყალბი ინფორმაცია“ - ხულოს სკოლის დირექტორები კომენტარს აკეთებენ
14-09-2021
-
+


ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლების კურსდამთავრებულთა ეროვნული გამოცდების შედეგები წელს გაუარესდა, ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა. მისი განმარტებით, სინამდვილეში, წელს აბიტურიენტების 80%-ზე მეტი სტუდენტი გახდა, რაც უკეთესი შედეგია, ვიდრე წინა წლებში.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების კურსდამთავრებულების შედეგები, ეროვნულ გამოცდებზე წელს გაუარესდა.

სინამდვილეში, წელს დარეგისტრირებული აბიტურიენტების 80%-ზე მეტმა მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება, რაც დასტურია, რომ წელს უკეთესი მდგომარეობაა. მათ შორის, ცხრა სტუდენტმა მოიპოვა აკადემიური გრანტი, რაც აღემატება გასული წლების სტატისტიკას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მდოგომარეობას, ბოლო წლების განმავლობაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში აშენდა ან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 სკოლას, 17 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა სრულიად განახლდა მხატვრული და საბავშვო ლიტერატურით, საჯარო სკოლების დიდინაწილი აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, კომპიუტერული ტექნიკით და სხვა და სხვა სახის სასკოლო ავეჯით.

მიუხედავად სიძნელეებისა და პრობლემებისა, მე მადლობას ვუხდი თითოეულ პედაგოგს, სკოლის ადმინისტრაციას, დირექტორებს და მშობლებს, ამ რთულ დროს, გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, პროფესიონალიზმისთვის და მიღწეული შედეგებისთვის. მიღწევებით არასდროს ვკმაყოფილდებით! წარმატებებს გისურვებთ!“- წერს ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე.

გავრცელებულ ინფორმაციას ხულოს სკოლის დირექტორებიც გამოეხმაურნენ.

სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორი არსენ შავაძე აღნიშნავს, რომ ყალბი ინფორმაცია შეგნებულადაა გავრცელებული.

„მინდა დაბეჯითებით აღვნიშნო, რომ ეს სტატისტიკა არაა სწორი, ისინი ვინც ნეგატიურად არიან განწყობილი შეგნებულად ყალბ ინფორმაციას აშუქებენ და შეცდომაში შეყავთ საზოგადოება. თითქმის ყველა სკოლის სტატისტიკას ვიცნობ, საკმაოდ მაღალია და ჩვენი სკოლისაც მათემატიკურად დამრგვალების გარეშე ვდებ 87.5%-ს.

მადლობა მინდა გადავუხადო, მითუმეტეს პანდემიის ფონზე, რეგულაციების დაცვით სკოლის ყველა თანამშრომელს გულისხმიერებისათვის და ხულოს რესურსცენტრს თანადგომისათვის და იმ სიახლეების დანერგვისათვის, რაც ხულოელი სტუდენტების მომავალი წარმატებებისა და თვითრეალიზაციის ბაზისია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული 1 სტუდენტი წარდგენილია 100% გრანტზე“, - წერს დირექტორი.

სერგო ჯაიანის სახელობის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ხალვაში კი აღნიშნავს, რომ ხულოს სკოლების კურსადამთავრებულები ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ, შედეგებს კი რეპეტიტორის გარეშე აღწევენ.

„რაც შეეხება ხულოში აბიტურიენტთა მიღწევებს, ბოლო წლებში ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა სტუდენტთა მზარდი სტატისტიკით. პირიქით, მადლობა გადავუხადოთ სკოლის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის, რომ ეს შედეგები მიღწეული არის რეპეტიტორის გარეშე და უმრავლესობა სწავლობს გრანტით“, - წერს არჩილ ხალვაში.

სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორის, ლიანა ბოლქვაძის თქმით, ხულო ნიჭიერების და ნიჭიერი ახალგაზრდების სამჭედლოა და აბტურიენტები ყოველ წელს საუკეთესო შედეგებით ირიცხებიან უნივერსიტეტებში.

„სირცხვილია ასეთი დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება. ხულო ნიჭიერების და ნიჭიერი ახალგაზრდების სამჭედლოა და ყოველწლიურად კარგი შედეგებით გამოირჩევა. წელსაც პირადად ჩემი სკოლიდან 4 აბარებდა და 3 ჩაირიცხა და საერთოდ, ვისაც ვიცნობ ჩემს ირგვლივ თითქმის ყველამ ჩააბარა. და საერთოდ, ყოველწლიურად 80%, 90% - იანი მაჩვენებლებს დებს ჩვენი სკოლა. ვერავინ წარმოიდგენს რა შრომა ჩადეს მშობლებმა დისტანციური სწავლების დროს. მადლობა მათ. უსაფუძვლოა მათ მიმართ გაჟღერებული სალანძღავი სიტყვები. გვქონდა შემთხვევა, რომ საერთოდ რეპეტიტორის გარეშე ჩააბარეს. ქალალქის მსგავსად ხულოში პირველკლასშივე რეპეტიტორებთან არ მიჰყავთ“, - აღნიშნავს დირექტორი.

კოლეგების ნათქვამს სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძეც ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ყოველ წელს ხულოს სკოლების დირექტორები კურსდამთავრებულთა წარმატებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

„90%-მა ჩააბარა წელს ეროვნული გამოცდები ჩვენი სკოლიდან, ამისთვის დიდი მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს. ასევე მინდა ვთქვა მაინც, მართლაც სამარცხვინო ფაქტია, როცა ასეთ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ. რეალური მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ყოველწლიურად ხულოს დირექტორებს გვაქვს ასეთი კონკურენცია, რომ 100% შედეგი რომელ სკოლებიდან დაიდება. წელს მე წავაგე ბევრ სკოლასთან, იმიტომ რომ 90% შედეგი გვქონდა. ასე არ შეიძლება ხალხო სირცხვილია როცა ცუდ რამეს ლაპარაკობთ ხულოს სკოლებზე“, - აღნიშნავს თემურ მიქელაძე.

სოფელ აგარის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ მარკოიძე ამბობს, რომ პანდემიის ფონზე აბიტურიენტთა შედეგები მისასალმებელი და მადლობას იმსახურებს.

„ასეთი ინფორმაციები არ უნდა ვრცელდებოდეს, სირცხვილია უბრალოდ, ხულოში რომ ნიჭიერი ახალგაზრდობაა ეს ყველამ იცის და ყოველთვის გამოირჩევიან კარგი შედეგებით. ასე რომ რაც ზუსტად არ ვიცით, მოგიწოდებთ თავი შევიკავოთ მისი გაჟღერებით, ხულო გამოირჩეოდა და გამოირჩევა დღესაც აქტიურობით. ასე, რომ პანდემიის ფონზე ასეთი შედეგები მართლა მისასალმებელია და მადლობაა სათქმელი ყველა ამ პროცესში მონაწილის მიმართ“, - წერს დირექტორი.

თამარ ბარათაშვილის სახელობის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის დირექტორი რამინ ბერიძე კი აღნიშნავს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა აბიტურიენტების მიღწვებით და ასეა წელსაც.

„ჩვენი აბიტურიენტები ღებულობენ გრანტებს. 80% ძალიან მისასალმებელი შედეგია. მადლობა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ სფეროში. განსაკუთრებით ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელშეწყობისათვის“, - წერს რამინ ბერიძე.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება