სიახლეები
ეტალონი

„ქედის ეტალონში“ პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს ფულადი პრიზები გადაეცემა
25-01-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ქედის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ქედის სპორტსკოლაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ხარაძე, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე, რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

ქედის „ეტალონში“ მონაწილე სამ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს მუნიციპალიტეტის მერია ფულადი პრიზებით - 500, 300 და 200 ლარით დააჯილდოებს. 

„ქედის ეტალონი მოსწავლე“ ძენწმანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარი ფარტენაძე გახდა. 

იგი პროექტს მადლობას უხდის ცოდნის დაფასებითა და წახალისებით გამოწვეული სიხარულისთვის:
                     
„ძალიან დიდი კონკურენცია იყო, გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. „ეტალონმა“ საკუთარ ძალებში დამარწმუნა და ცოდნის გაღრმავების სტიმული გამიჩინა. წარმატებებს ვუსურვებ პროექტს და ჩემს თანატოლებს“.

საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ „ეტალონის“ ღონისძიება ბრწყინვალედ ჩატარდა: 

„მე ყოველთვის ვესწრები „ეტალონის“ ღონისძიებებს. ნამდვილად ბრწყინვალედ ჩატარდა ყველაფერი. ეს ძალიან კარგი ღონისძიებაა და აუცილებელია, რომ ყოველთვის ჩატარდეს. მადლობას ვუხდი მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის შემოქმედებით ჯგუფს უდიდესი ეროვნული საქმის კეთებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ინტელექტ-ჩემპიონატს შემდგომდგომ შემოქმედებით საქმიანობაში.“

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე მადლობას უხდის „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს ეროვნული საქმის მსახურებისა და განათლების წახალისებისთვის:  
 
„არაერთხელ მითქვამს, რომ „ეტალონი“ საგანმანათლებლოსთან ერთად ეროვნული მნიშვნელობის პროექტია. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს გაწეული შრომისთვის. წლებია „ეტალონი“ არ კარგავს რეიტინგს და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსწავლეს მეტი წინსვლის საშუალებას აძლევს".

ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე წარმატებებს უსურვებს თითოეულ „ეტალონელს“:

„მივესალმები ისეთ პროექტებს, როგორიც „ეტალონია“. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავუჭერთ მხარს ინტელექტ-შეჯიბრს. ყველაფერი ორგანიზებულად ჩატარდა. პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს ვულოცავ ამ წარმატებას. ჩვენ მათ ფულად პრიზებს გადავცემთ. პირველ ადგილზე გასულს 500 ლარს, მეორეს ადგილზე გასულს - 300 ლარს, მესამე ადგილზე გასულს კი - 200 ლარს. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ „ეტალონელს“.
             
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე მადლობას უხდის გოჩა ტყეშელაშვილს ქედაში განათლების წახალისება-განვითარებისთვის: 

„ეტალონის“ ღონისძიებამ ქედაში არაჩვეულებრივად ჩაიარა. გამომჟღავნდა მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი ცოდნის დონე და ემოციურად გამოვლინდა გამარჯვებული. მადლობა „ეტალონს“ ბავშვების თვალებში ცოდნით მიღწეული წარმატების ნაპერწკლის გაღვივებისათვის".   
             
ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი მოხარულია „ეტალონის“ მასპინძლობითა და ბავშვების წარმატებით: 

„ბედნიერი ვარ, რომ „ეტალონში“ ჩვენი მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ. პროექტი ფასდაუდებელ სიკეთეს ქმნის მომავალი თაობისთვის და მიხარია, რომ ეროვნულ საქმეს აკეთებთ და თქვენთან ვთანამშრომლობთ".          

გამარჯვებულის სკოლის დირექტორი ცირა აბულაძე ამაყობს „ეტალონში“ თავისი მოსწავლის წარმატებით:              
                              
„ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, არაჩვეულებრივი კითხვებითა და გამოცდილებით. მიხარია, „ეტალონში“ ქედელების წარმატება და ორმაგად ამაყი ვარ ჩემი მოსწავლის გამარჯვებით. მარიმ სკოლის იმედები გაამართლა".     
 
„ქედის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მარი ფარტენაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

მთავრობამ უქმედ გამოაცხადა 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

სიახლეები
საზოგადოება