მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორი ნათელა ბახტაძე სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას დიდი სიყვარულით ულოცავს.
„ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო, მშობლებო და სრულიად საქართველო, გულითადად გილოცავთ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას. დიდია თქვენი წვლილი ქვეყნისა და ერის წინაშე, თქვენ ქვეყანას უზრდით; პატრიოტ, ერთგულ, განათლებულ, მაღალ ზნეობრივ და ღირებულებების მატარებელ აქტიურ მომავალ თაობას. გვჯერა მიუხედავად დისტანციური სწავლებისა ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ მოსწავლემ არ შეწყვიტოს ცოდნის შეძენის სურვილი. სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლა მომზადებული ხვდება სასწავლო პროცესის განახლებას. გისურვებდით სრულიად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაეგრძელებინოს, რისთვისაც საჭიროა დავიცვათ რეგულაციები ეპიდემიის დასამარცხებლად. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჯანმრთელობა და სიცოცხლე ხომ უმთავრესია ადამიანებისათვის“,- ნათქვამია ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორის ნათელა ბახტაძის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს