„ჩვენი გუნდი სასწავლო წელს დიდი იმედებით და მოტივაციით იწყებს“ - მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია შოთაძე
15-09-2021
დაკოპირებულია
-
+
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია შოთაძე მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
დირექტორი მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის და მშობლებისთვის მიმართვას ავრცლეებს:
„ჩვენი გუნდი ახალ, 2021-2022 სასწავლო წელს დიდი იმედებით და მოტივაციით იწყებს; ჩვენო საყვარელო ბავშვებო, ძალიან მალე საკლასო ოთახებში გადავინაცვლებთ. წარმატებები, ჯანმრთელობა და ნაყოფიერი სასწავლო წელი ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ყველა თანამშრომელს. ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო პირველკლასელების გარდა, ყველა მოსწავლისთვის სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, ახალი 2021-2022 სასწავლო წლის პირველი დღე დისტანციური სწავლების რეჟიმში (4 ოქტომბრამდე). მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან, ჩვენი სკოლა მზადაა ონლაინ სასწავლო პროცესის ეფექტიანად დასაწყებად. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსწავლეებიც მოუთმენლად ელიან გაკვეთილების დაწყებას (განსაკუთრებით პირისპირ სწავლების რეჟიმში). სწავლის დასაწყებად საჭირო ყველა ინფორმაცია გაზიარებულია მოსწავლეთა და მშობელთა მესენჯერ ჯგუფებში, ყველა მასწავლებელი ორგანიზებულად და დაუღალავად შრომობს ამ წუთამდე, რათა თიმსის პლათფორმაზე შეუფერხებლად ჩავატაროთ გაკვეთილები. გისურვებთ ჯანმრთელ, უსაფრთხო და ნაყოფიერ სასწავლო წელს, ჩვენ თითოეულ ბავშვთან შეხვედრა გვიხარია და ჩვენი მიზანია ინდივიდუალური მიდგომით მაქსიმალურად გამოვავლინოთ თითოეულის შესაძლებლობები, მივცეთ მოტივაცია განათლების მიღების, გავუღვივოთ პასუხისმგებლობა და დავანახოთ სწავლის პოზიტიური მხარეები მათ მომავალ ცხოვრებაზე დადებითი გავლენის ჭრილში“ - აღნიშნულია მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორ ლია შოთაძის მიმართვაში.