ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ალბათ მშობლებმაც დაიწყეს ზრუნვა მასწავლებლის საჩუქარზე. ეს ტრადიცია, ყველა დროის აქტუალური თემაა და როგორც წესი, საჩუქრისთვის თანხა კლასში იკრიბება. მშობელთა ნაწილი თვლის, რომ ამ ქმედებით პატივისცემას გამოხატავს მასწავლებლის მიმართ, ნაწილი - სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ერთვება აქტივობაში, რაც ბუნებრივია, უხერხულ მდგომაროებაში აყენებთ. ასევე, არის მშობელთა კატეგორია, რომელსაც მიაჩნია, ყოველ დღესასწაულზე და სწავლის დაწყების, თუ დასრულების აღსანიშნავად, პედაგოგისთვის საჩუქრის ჩუქება მიზანშეწონილი არ არის. საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო მოხელეს(საჯარო მოხელესთან გათანამბრებულ პირს) საჩუქრის აღება შეუძლია, თუმცა გარკვეული შეზღუდვების მიხედვით. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, მე-5 მუხლის მიხედვით, საჩუქრის მიღება შეუძლია საჯარო მოხელეს( ამ შემთხვევაში მასწავლებელს, როგორც საჯარო მოხელესტან გათანაბრებულ პირს) და მის ოჯახის წვრებს. ოჯახის წევრებში იგულისხმება: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.
აქ გასათვალისწინებელია,
საჯარო მოსამსახურის წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება, არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებრობრივი სარგოს წლიურ 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებულის -5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღბული არ არის ერთი წყაროდან.
მაგალითად: თუ, საჯარო მოსამსახურის წლიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 18 000 ლარს(1 500 ლარი თვიური ხელფასი), მას შეუძლია ერთჯერადად მიიღოს საჩუქარი, რომლის ღირებულებაც 900 ლარზე მეტი არ იქნება.
რეალობაა ის ფაქტიც, რომ ზოგჯერ საჩუქარს არამხოლოდ მასწავლებელს, არამედ მის ოჯახის წევრსაც ჩუქნიან, რასაც იგივე მოტივი აქვს - პატივისცემა. კანონით ეს დასაშვებია, თუმცა თითოეული ოჯახის წევრის მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრების - 500-ს, თუ ეს საჩუქრები ერთი წყაროდან არ არის მიღებული.
მაგალითად: თუ, რომელიმე კერძო კომპანია საჯარო მოსამსახურის მეუღლეს და მასთან მუდმივად მცხოვრებ დედას სთავაზობს შეღავათიან მომსახურებას ან ფასდაკლებას, ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ 500 ლარიიანი შეღავათით სარგებლობა.
საჩუქრის მიღების დროს საყურადღებოა, ის, რომ საჩუქარი შესაძლოა არ აღემატებოდეს დადგენილ ღირებულებას, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებდეს საჯარო მოსამსახურის კეთილსინდისიერებას. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე საჩუქრის მიღებისას ყურადღებით უნდა აწონ-დაწონოთ ყველა რისკი.
თუ, საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ მისი ღირებულება აღემატება კანონით დასაშვებ ოდენობას, მის მიღებაზე უარი უნდა თქვას და ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაშა საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ინფორმაცია და აკრძალული საჩუქარი გადაეცეს სახელმწიფოს.
ასევე, საჯარო მოსამსახურემ ან მისმა ოჯახის წევრმა 3 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა წარუდგინოს:
• მიღებული საჩუქრის დასახელება ;
• შეფასებითი ან ზუსტი ღირებულება ;
• მჩუქებლის ვინაობა.
როცა საჯარო მოსამსახურემ არ იცის, შეუძლია თუ არა საჩუქრის მიღება, ამის თაობაზეც საჯაროდ უნდა განაცხადოს. ის აკრძალული საჩუქრის შეთავაზების შემთხვევაში უარს ამბობს საჩუქრის მიღებაზე, ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს და საჯარო სამსახურის ბიუროს, ცდილობს იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელმაც შესთავაზა აკრძალული საჩუქარი, ასევე ადგენს აკრძალული საჩუქრის შეთავაზების მიზეზისა და ზღუდავს იმ პირთან კონტაქტს.
საინტერესოა, რა ხდება უცხოურ ქვეყნებში ამ კუთხით?
გერმანიის მაგალითი, რომ განვიხილოთ, მათი კანონმდებლობით, მასწავლებელს შეუძლია აიღოს საჩუქარი, თუ მისი საფასურის ჯამური ღირებულება არ აღემატება 200 ევროს, რადგან კანონის თანახმად, სუვენირისთვის ეს თანხა საკმაოდ დიდია. ასევე, პედაგოგს უფლება აქვს თითოეული მოსწავლისგან 10 ევროს ფარგლებში შეძენილი საჩუარი მიიღოს, მაგრამ დაუშვებელია ეს თანხა მოსწავლეებმა შეკრიბონ.