სიახლეები
სიახლეები

მაიკროსოფტი საქართველოს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში დაეხმარება
24-01-2018
-
+


ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უცხოელ კოლეგებთან და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად მინისტრი მაიკროსოფტის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა ზოგად განათლებაში თანამედროვე  ტექნოლოგიების, კონკრეტულად, მაიკროსოფტის ვირტუალური თამაშებისა და პროგრამების დანერგვაზე  იმსჯელეს, რაც სასწავლო პროცესს ეფექტურს და საინტერესოს გახდის. 

საგანმანათლებლო კომპიუტერული თამაშებითა და პროგრამებით შესაძლებელი გახდება მოსწავლეებმა თამაშით შეისწავლონ საბუნებისმეტყველო საგნები და ამავდროულად, ცხოვრებისათვის აუცილებელი ისეთი უნარები გამოიმუშავონ, როგორიცაა გუნდური მუშაობა, შემოქმედებითი აზროვნება და ა.შ.

ორმხივ შეხვედრაზე მაიკროსოფტის წარმომადგენლებმა მასწავლებელთა გადამზადების კუთხით დაგროვილ გამოცდილებაზეც გაამახვილეს ყურადღება და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში სამინისტროს მხარდაჭერა აღუთქვეს.

შეხვედრის შედეგად, გადაწყდა, რომ ახლო მომავალში სკოლის მოსწავლეებისთვის მაიკროსოფტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო რესურსი ქართულ ენაზე გახდება ხელმისაწვდომი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება