სიახლეები
სიახლეები

ელექტრონულ ჟურნალს ახალი ფუნქციები დაემატა - შეიცვალა მოსწავლის შეფასების მოდული 
17-09-2021
-
+


ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ახალი სასწავლო წლიდან სავალდებულო გახდა. ამიერიდან, პედაგოგებმა მოსწავლეები მხოლოდ ელექტრონულად უნდა შეაფასონ. გასულ სემესტრში მასწავლებლების ნაწილი ამბობდა, რომ ელექტრონული ჟურნალით სარგებლობისას გარკვეული პრობლემები ექმნებოდათ. მაგალითად, ქულები არასწორად ჯამდებოდა ან მთლიანად ქრებოდა. Etaloni.ge-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კითხვებზე საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნინო ეფხოშვილმა უპასუხა. მან ასევე ისაუბრა, თუ რა ახალი ფუნქციები დაემატა ელექტრონულ ჟურნალს და რა მოქმედებების შესრულების შესაძლებლობა ექნებათ პედაგოგებს.

 „ელექტრონულ ჟურნალს საკმაოდ ბევრი ფუნქციონალი დაემატა. ის, რაზეც მასწავლებლები საუბარობდნენ და რჩევები ჰქონდათ, მაქსიმალურად გათვალისწინებულია. მათ აქამდე არ ჰქონდათ წვდომა გასული სემესტრის მონაცემებზე, ახლა ეს გაკეთებულია. შეცვლილია მოსწავლის შეფასების მოდული, რაც განმავითარებელი შეფასების კომენტარის სახით დაწერას გულისხმობს. იგი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან უფრო თავსებადია. ასევე, დამატებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისათვის გარკვეული ფუნქციონალი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მასწავლებლები ხშირად გამოთქვამდნენ ხოლმე სურვილს რომ ყოფილიყო, ეს არის მონაცემების რედაქტირება. თუ მასწავლებელმა რაიმე ობიექტური მიზეზის გამო ვერ შეძლო მონაცემის ელექტრონულ ჟურნალში ასახვა, ის მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას და სთხოვს მოსწავლის ან კლასის ჭრილში რაიმე მონაცემის კორექტირებას. ეს იქნება დასწრება, შეფასება თუ სხვა აქტივობა. ამისთვის ელექტრონულ ჟურნალს ფუნქციონალი დაემატა“,- ამბობს ნინო ეფხოშვილი.

როგორც სკოლის პედაგოგები ამბობენ, გასულ სასწავლო წელს იყო შემთხვევები, როდესაც ელექტრონულ ჟურნალში ქულები არასწორად დაჯამდა ან წაიშალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მონაცემები არქივდებოდა და მასწავლებელი, უბრალოდ, ვერ ხედავდა მათ.

„სინამდვილეში მონაცემები არ ქრებოდა, უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ შარშან მოხდა პირველი პრეცენდენტი, როდესაც მოსწავლეს შეიძლებოდა კვირაში ერთხელ შეეცვალა სწავლების ტიპი და ონლაინიდან გადასულიყო აუდიტორიებში ან პირიქით, ეს მონაცემები არქივდებოდა და მასწავლებელი, უბრალოდ, ვერ ხედავდა ამ მონაცემებს. ეს არ ყოფილა ტექნიკური ხარვეზი, ეს მონაცემები ინახებოდა სისტემაში და ქულა ყველა ნიშნის გათვალისწინებით ითვლებოდა. მობილობის პროცესი ტექნიკურად ხდებოდა და მასწავლებლებს აღარ ჰქონდათ წვდომა. ამ ეტაპზე, ეს შეცვლილია და არ აქვს მნიშვნელობა მოსწავლე რამდენად ხშირად შეიცვლის სწავლების ტიპს, ყველა მასწავლებელი, ვინც იმ მომენტში იქნება დაფიქსირებული ამ მოსწავლესთან,  შეძლებს მონაცემების ნახვას. მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნება“,- ამბობს ნინო ეფხოშვილი.

რაც შეეხება არასწორად გამოთვლის საკითხს, საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში შეცდომას პედაგოგები უშვებდნენ.

„არც ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენამდე მოსულა და პედაგოგს დაუფიქსირებია, არ ყოფილა ტექნიკური შეცდომა, უბრალოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეს შემაჯამებელი დავალება თუ არ უწერია, შეფასება ამ გრაფაში 0-ად აღიქმება და საშუალო არითმეტიკულით იმაზე დაბალი შეფასება გამოსდის, ვიდრე მას ეკუთნოდა. თუ მასწავლებელი აღმოაჩენს, რომ შემაჯამებელი დავალება კალენდარში არასწორადაა ჩანიშნული და ის გაკვეთილი აღიქმება შემაჯამებლად, ამ შემთხვევაში, შეუძლია დაარედაქტიროს და სკოლის ადმინისტრაციას სთხოვოს გაუხსნას წვდომა. ელექტრონულ ჟურნალს მოთხოვნების გვერდი დაემატა და ამ ფუნქციონალით მასწავლებელს შეუძლია, გაკვეთილის წაშლა ან ცვლილება. გარდა ამისა, ვეცადეთ, რომ ვიზუალურად უფრო კარგად გამოჩენილიყო სად არის ეს შემაჯამებელი ჩანიშნული. ამ შემთხვევაში შეცდომას პედაგოგები უშვებდნენ“,- თქვა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნინო ეფხოშვილმა.

რაც შეეხებათ იმ პედაგოგებს, ვინც ელექტრონული ჟურნალის გამოყენება არ იციან, ნინო ეფხოშვილი ამბობს, რომ მათთვის ვებინარები ახლაც ტარდება და გარდა ამისა, მათ, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა სკოლის ადმინისტრაცია და სხვა პედაგოგები დაეხმარონ.

„ჩვენ ვატარებთ წერილობით ინსტრუქციებს ასევე ვებინარებს. გუშინდელ ვებინარს 1500 პედაგოგი დაესწრო. დღესაც დაგეგმილია და  დაახლოებით 3000 მასწავლებელია რეგისტრირებული. ასევე ფეისბუქ ჯგუფი და სხვასადხვა საკომუნიკაციო არხი არსებობს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, თუ მასწავლებელს ექნება ობიექტური მიზეზი და 8-დღიან ინტერვალში ვერ შეავსებს ჟურნალს, ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მოთხოვნების გვერდიდან გაუგზავნოს წვდომა და მონაცემები მოგვიანებით შეატანინოს. შეიძლება კონსულტაცია გაუწიოს ადმინისტრაციამ ან სხვა პედაგოგმა, ასეთი შემთხვევები შარშან ხშირად იყო და მადლობას ვუხდით ასეთ პედაგოგებს. შეიძლება ეს ისევ მოხდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს და თავისი მონაცემები თავად უნდა ატვირთოს სისტემაში. ობიექტური მიზეზი შეიძლება იყოს ინტერნეტისა და მოწყობილობის პრობლემა, სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია თავად გადაწყვიტოს და მასწავლებელს მონაცემები გასული თარიღით შეატანინოს“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - გეოგრაფიის ტესტი ცნობილია

მისთვის საყვარელ მასწავლებელთან შეხვედრა ახლაც იმდენად ამაღელვებელია, რომ თავს პატარა მოსწავლედ გრძნობს


კიდევ ერთი გამოცდის ტესტები ცნობილია - ნახეთ საკითხები

აფხაზეთი, პოლიტიკა და რუსეთ-უკრაინის ომი გეოგრაფიის გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტის შესახებ საუბრობენ

ცვლილება კომბინირებულ და სპეცმასწავლებლის გამოცდებს შეეხება - სამინისტრო დეტალებზე

პიროვნება
სკოლები

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება