მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექცია ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას ულოცავს და მშობლებს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დისტანციურად დაიწყო, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები პირველ დღეს ემოციურად და იმედიანად შეხვდნენ.
„ძვირფასო კოლეგებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გილოცავთ ახალ 2021-2022 სასწავლო წელს. მადლობა უფალს, რომ 15 სექტემბერს დისტანციურად, მაგრამ მაინც შევძლებთ ამ რთულ კოვიდ სიტუაციაში სწავლის დაწყებას.
ვიცით, რომ იქნება სირთულეები, მაგრამ მთავარია ჯანმრთელობა და მხნეობა. წარმატებებს გისურვებთ ყველას.
კლასის დამრიგებლებმა უკვე მოგაწოდეს დისტანციური საგაკვეთილო ცხრილი. I-IV კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 20 წუთი, V-IX კლასებში 30 წუთი, ხოლო X-XII კლასებში 40 წუთი.
დისტანციური სწავლება გაგრძელდება 4 ოქტომბრამდე. იმედს ვიტოვებ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ განახლდება პირისპირ სწავლება და ერთმანეთს შევხვდებით საკლასო ოთახებში.
წარმტებები, ჩემო ძვირფასებო“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა