„გისურვებთ, რომ სასწავლო წელი სიახლეებითა და გამოწვევებით იყოს სავსე“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის დირექცია მოსწავლეებს მიმართავს
15-09-2021
დაკოპირებულია
-
+
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებისათადმი ემოციურ მიმართვას ავრცელებს:
„15 სექტემბერს იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი დაიწყო. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციით, სკოლაში სწავლის პროცესი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში განახლდება. მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარებისა, რომელმაც უამრავი პრობლემა შექმნა განათლების სფეროში, ჩვენი სკოლა ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს შექმნილ დაბრკოლებებს და მაქსიმალურად ცდილობდა მოსწავლეთათვის მაღალი ხარისხის განათლების მიცემას. გასულმა სასწავლო წელმა დიდი გამოცდილება მოგვცა დისტანციური სწავლების სფეროში. სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სკოლის ხელმძღვანელობისა და ჩვენი მასწავლებლების ძალისხმევით, არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა სწავლის პროცესი: სკოლის ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია, როგორც შიდა ასევე რეგიონალური კონკურსები, სასკოლო ღონისძიებები და რაც ყველაზე მთავარია, სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლას ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ. სკოლის ადმინისტრაცია გილოცავთ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას! ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და გულშემატკივრებს, გისურვებთ, რომ წლევანდელი სასწავლო წელი ბევრად უფრო ნაყოფიერი, სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე და წარმატებული ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის! სკოლის მთავარი მიზანი მომავალი თაობისა და მათი პედაგოგებისთვის ჯანსაღი და კონკურენცუნარიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნაა, სადაც პრიორიტეტი, მოსწავლეებისთვის საუკეთესო განათლების მიღება და მასწავლებლებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაა. იმედი გვაქვს, ძალიან მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს და სასწავლო პროცესი ჩვენი სკოლის კედლებში წარიმართება!“ - აღნიშნულია იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექციის მიმართვაში.