მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ და ნაყოფიერ წელს უსურვებენ. პედაგოგები იმედს გამოთქვამენ, რომ დისტანციურ რეჟიმს მალე საკლასო ოთახებში სწავლა ჩაანაცვლებს და საყვარელ მოსწავლეებს შეხვდებიან.
„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, ბოგვის სკოლა გილოცავთ ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას. განვლილმა წელმა მრავალი, უცხო გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, რომელსაც თქვენთან ერთად, ერთობლივი შრომით გავართვით თავი.
სკოლის შენობა თქვენი ჟრიამულის გარეშე უფერულია. გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და ჯანმრთელობით სავსე სასწავლო წელს. თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას. სიყვარულით, ბოგვის სკოლის პედაგოგიური კოლექტივი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ