„ჩვენი მიზანია, მოსწავლეებმა წამყვან უნივერსიტეტებში სკოლაში მიღებული ცოდნით ჩააბარონ“-იმერის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
16-09-2021
დაკოპირებულია
-
+
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლის დირექცია 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - თამუნა ხარაბაძეს, ქეთი ხოზრევანიძეს, სოფია დავლაძეს, მარიამ შავაძეს, რამაზ ვანაძეს და ოლეგ ირემაძეს ულოცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას.
სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებს.
„გილოცავთ! თქვენ უკვე სტუდენტები ხართ! ვინც ვერ ჩააბარა გული არ გაიტეხოთ, ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, უფრო ძლიერები შეხვდებით მომავალ გამოცდებს. ასე რომ გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას! ეს უდიდესი შედეგი ამ პატარა სკოლისათვის დიდი მიღწევაა. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, იმერის სკოლის მოსწავლეებმა რეპეტიტორის გარეშე, სკოლაში მიღებული ცოდნით წამყვან უნივერსიტეტებში ჩააბარონ. ამ მიზანს კი ჩვენი შესანიშნავი და შეუდარებელი პედაგოგების დახმარებით სულ უფრო ვუახლოვდებით“, - ნათქვამია იმერის საჯარო სკოლის დირექციის წერილში.