მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პრაქტიკოსების, მაძიებლების, სპეცმასწავლებლებისა და პროფესიაში შესვლის მსურველების აპელაციების შედეგები გამოაქვეყნა, ზოგს მოემატა ქულა, ზოგს დააკლდა. საქმე ის გახლავთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ქულის მომატება გამოცდის წარმატებით ჩაბარებას სულაც არ ნიშნავს.
არსებობს შიდა ზღვარი, მას კანონი არეგულირებს და თუ აპლიკანტმა ვერ გადალახა, „ნაეკმა“ ქულა რომც მოუმატოს, 60%-იანი ბარიერის წარმატებით დაძლევის მიუხედავად, მაინც ჩაჭრილად ითვლება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), უცხოური ენების (I-XII კლასები), ქართულის, როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი;
ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური I-VI), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური I-VI) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური I-VI) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი.
უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი.
ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII), იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელი 11 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - თეორიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილი. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.
ასევე, გთავაზობთ 2021 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის მინიმალურ გამსვლელ ქულებს:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც