სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის მეოთხეკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება ორიგინალურად მიულოცეს
16-09-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები - ბარბარე ფანცხავა და ელენე ლიპარტელიანი სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა სასწავლო წლის დაწყებას სიმღერა მიუძღვნეს, რომელიც შესანიშნავად შეასრულეს.

ასევე, ელენე ლიპარტელიანმა საზაფხულო არდადეგების მიუხედავად უამრავი საბავშვო წიგნი წაიკითხა და ვიდეორგოლში თანატოლებს წაკითხული ნაწარმოებების შესახებ უამბო. აღსანიშნავია, რომ ელენემ გასულ წელს კონკურსში - „სხვა სამყარო ჩემი“ გაიმარჯვა.

მეოთხეკლასელების დამრიგებელი ხათუნა ქუთათელაძე გახლავთ. ის თავისი აღსაზრდელებით ძალიან ამაყობს.

„ახალ სასწავლო წელს სიმღერით გვილოცავენ, ჩვენი საყვარელი მეოთხეკლასელი მოსწავლეები: ბარბარე ფანცხავა და ელენე ლიპარტელიანი. ასევე, წაკითხულ წიგნებზე მე-4 კლასის მოსწავლე ელენე ლიპარტელიანი გვესაუბრება. ელენემ გასულ წელს კონკურსში -„სხვა სამყარო ჩემი“ გაიმარჯვა. ჭკვიანი და აქტიური გოგონა ხშირად გვიგზავნის სხვადასხვა სახის  ვიდეორგოლებს. მადლობა მას, რომ ასე აქტიურად თანამშრომლობს სკოლასთან და უყვარს წიგნის კითხვა“, - წერს წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ქუთათელაძე.

იხილეთ ვიდეოები:








კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება