თბილისის N127 სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები-ქეთევან დურგლიშვილი და თამარ კალანდია უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ
17-09-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N127 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ქეთევან დურგლიშვილმა და თამარ კალანდიამ 2020-2021 სასწავლო წელი დიდი წარმატებით, ოქროს მედლებზე დაამთავრეს და სტუდენტები გახდნენ.
დღეს უკვე სტუდენტები სკოლაში სწავლის დროს სამაგალითო აკადემიური მოსწრებითა და დისციპლინით გამოირჩეოდნენ. აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასგარეშე ღონისძიებებში და იყვნენ ეროვნული ოლიმპიადების გამარჯვებულები.
„2021 წლის თბილისის N127 საჯარო სკოლის სრული კურსი წარჩინებით დაასრულეს ქეთევან დურგლიშვილმა და თამარ კალანდიამ. ისინი სკოლაში სანიმუშო დისციპლინითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ. მათთვის არ არსებობდა გამორჩეული საგანი და აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც სასკოლო, ასევე კლასგარეშე ღონისძიებებში, არიან ეროვნული ოლიმპიადების გამარჯვებულები. ისინი გამოირჩევიან კომუნიკაბელურობითა და ტოლერანტობით, ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ მათ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს და 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ქეთევან დურგლიშვილმა ჩააბარა სამართლის ფაკულტეტზე, ხოლო თამარ კალანდიამ საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. ვამაყობთ მათით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ არაერთხელ გვასახელებენ“, - აღნიშნულია თბილისის N127 საჯარო სკოლის მისალოც წერილში.