ელდარ შენგელაიას 85 წელი შეუსრულდა - იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება
26-01-2018
დაკოპირებულია
-
+
ქართველ კინორეჟისორს ელდარ შენგელაიას დღეს 85 წელი შეუსრულდა. „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, ეს იმ ფილმების ჩამონათვალია რომელიც რეჟისორმა ქართველი მაყურებლისთვის შექმნა. ამ ფილმებში წარმოთქმული უამრავი ფრაზა ქართული სამეტყველო ენის ნაწილად იქცა.
რეჟისორი 1990 წლიდან პოლიტიკაში ჩერთო და საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახდა. შენგელაია 1992, 1995, 1999 და 2004 წლების მოწვევების საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.
კინორეჟისორის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს კინოაკადემია საზეიმო მიღებას მართავენ. ღონისძიებას ცნობილ ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი - ზაზა ურუშაძე დაესწრებიან.
ღონისძიებას მუსიკალურად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები გააფორმებენ.
ელდარ შენგელაიას მიღებული აქვს არაერთი პრიზი, ჯილდო და პრემია. იგი შემოქმედებით საქმიანობას კვლავ აგრძელებს. 2017 წელს, რეჟისორმა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სავარძელი“ გადაიღო, რომლის მსოფლიო პრემიერაც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო