მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი საქართველოში დისტანციურად დაიწყო. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორი ნონა გაზდელიანი სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას ულოცავს.
„ჩემო ძვირფასო, საყვარელო და მონატრებულო - ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეებო, კოლეგებო და მშობლებო!
გილოცავთ, ახალი 2021/2022 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ უპირველესად მშვიდობას, ჯანმრთელობას, ულევ წარმატებებს.
უდიდესი სურვილით ველოდი თქვენთან სკოლაში შეხვედრას, როგორც ყოველთვის.
ამ სასწავლო წელსაც უდიდესი სახარულით ველოდი მონატრებულ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრას. არასოდეს დამავიწყდება 15 სექტემბრის მოსამზადებელი დღეები, რომელსაც თქვენს მოლოდინში სამზადისის პროცესში დამიღამდებოდა ხოლმე სკოლაში.
ყოველი 15 სექტემბერი ჩემთვის უდიდესი გამოწვევა, უფრო მეტად წარმატებების იმედი და ცოდნის ზეიმი იყო... და დამერწმუნეთ, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც.
სკოლის დაწყების დილა ახლაც ისეთივე სიხარულით, გულის ფანცქალითა და თქვენზე ფიქრში დამათენდა, როგორ გასული ყოველი 15 სექტემბერი.
სწავლას ვიწყებთ მართალია დისტანციურად, მაგრამ ისევ უდიდესი წარმატებების მოლოდინით, თქვენი გვერდით დგომის იმედითა და უახლოეს მომავალში სკოლაში დაბრუნების სურვილით.
ისევ და ისევ, გულითადად გილოცავთ ყველას!
რჩევისათვის კი, ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო!
დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები, შეასრულეთ ყველაფერი, რასაც თქვენი უდიდესად პატივსაცემი, მეტად გონიერი, კვალიფიციური და თქვენზე მზრუნველი პედაგოგები გირჩევენ.
შეიძინეთ საჭირო ცოდნა, გაილამაზეთ და საინტერესო გახადეთ სასწავლო პროცესი, რათა ის არ იქცეს ყოველდღიურ რუტინად და განახორციელეთ თქვენი იდეები, თქვნი შესაძლებლობები.
ეს დღე განსაკუთრებულია პირველკლასელებისათვის, გილოცავთ, პატარებო იმ იმედით,რომ თქვენთან შეხვედრის, ცოდნის კარების შემოღების ზეიმის შესაძლებლობა გვექნება 4 ოქტომბერს.
ძვირფასო მშობლებო, გილოცავთ...თქვენ მეტად მნიშვნელოვანი როლი გიჭირავთ ჩვენი სკოლის განვითარების, თქვენი შვილების წარმატებების და წინსვლის პროცესში. თქვენი აქტიური ჩართულობა საჭირო და აუცილებელია სასკოლო ცხოვრებაში ყოველთვის და მით უმეტეს ამ პერიოდში, როცა სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. ძალიან მეიმედებით!
გილოცავთ ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, მინდა გისურვოთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ნაყოფიერი, რათა თითოეულ მოსწავლეში ავამაღლოთ და გავაღრმავოთ ცოდნის მიღების სურვილი, რათა გვყავდეს საუკეთესო მოსწავლეები, ძალიან ბევრი წარმატებული და განათლებული მომავალი თაობა. მე მჯერა თქვენი უდიდესი შესაძლებლობების, თქვენი გონიერების, გამოცდილების, კომპენტეციის...
თქვენ შეგიძლიათ მარტივად ასწავლოთ, მიიღეთ დიდი წარმატება, ცოდნის გზაზე და მიიღეთ ბავშვის სიყვარული, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია...
მე და ხოფურის საჯარო სკოლა, თითოეული მოსწავლე, მშობელი თუ საზოგადოების თითოეული წევრი-
თქვენით ვამაყობთ.....
თქვენთან, თითოეულთან, სკოლაში შეხვედრის სურვილით, ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი,
ნონა გაზდელიანი“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...