„სასკოლო ცხოვრებაში ყოველი ახალი დღე ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს“ - ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგი მისალოც წერილს ავრცელებს
17-09-2021
დაკოპირებულია
-
+
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა გორგილაძე სასკოლო საზოგადოებას 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას გულითადად ულოცავს.
პედაგოგი დირექტორ მიხეილ ხალვაშს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს სწავლის განახლებას ემოციურად ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს.
„ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებული ემოციებით ავსებს დიდებსაც და პატარებსაც, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს.. განსაკუთრებული ემოციებითა და ცნობისმოყვარეობით სკოლაში შესვლას მაინც პირველკლასელები ელოდებიან, თუმცა სამწუხაროდ დღეს პანდემიამ ყველა მოსწავლისა თუ მასწავლებლის ცხოვრების წესი და დღის რეჟიმი შეცვალა, რის გამოც სწავლის დაწყების დიდ სიხარულს დიდი ნერვიულობა და ღელვაც ახლავს თან, რაც სავსებით ბუნებრივიცაა. სასკოლო ცხოვრებაში ყოველი ახალი დღე გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს, რომ ეს დღე ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღედ გადავაქციოთ. სრული მზადყოფნით იწყებს სასწავლო წელს ჯიხანჯურის საჯარო სკოლა და დარწმუნებულნი ვარ ახალი ცხოვრებისეული, თუ სასკოლო გამოწვევებისათვის მზადაა. სკოლის დირექტორს მიხეილ ხალვაშს, ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებ ჯანმრთელობასა და უამრავ წარმატებას; ვუსურვებ მხნედ და დაუღალავად გააგრძელონ თავიანთი ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობა. მჯერა, ყველა სირთულეს მხოლოდ ერთად ყოფნითა და ერთმანეთის მხარში დგომით დავძლევთ.. უფალი გვფარავდეს და გვაძლიერებდეს ყველას“, - აღნიშნულია პედაგოგ მანანა გორგილაძის მისალოც წერილში.