მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სწავლის რეალურ სივრცეში გაგრძელებასა და ვაქცინაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი აზრით, სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა სავალდებულო უნდა იყოს.
„მრავალმხრივ ვსწავლობთ რეგიონების, მუნიციპალიტეტების, სკოლების პერსონალის, მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრების მაჩვენებელს. ყველანაირად გვინდა, რომ სწავლა რეალურ სივრცეში აღდგეს და ამაზე შემუშავებული გვაქვს ჩვენი ინდიკატორები. ერთ-ერთი ინდიკატორი არის სწორედ დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ინფიცირების ინტესიურობაზეა დამოკიდებული. პირდაპირ გეტყვით, აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი, დღევანდელი მონაცემით, 4%-თან ახლოსაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბერს ისინი შეხვდებიან 4%-ზე ნაკლები დადებითობის მაჩვენებლით. არის ასევე ორი რეგიონი, სადაც ანალოგიური სიტუაციაა. ქვემოთ მოდის ეს მაჩვენებელი თბილისშიც, 5-6 %-ის ფარგლებშია. გარდა ამ მაჩვენებლებისა, კიდევ სხვა საკითხებიცაა გასათვალისწინებელი, როგორიც არის ამა თუ იმ სკოლაში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრა. ასევე სკოლაში ბავშვების მშობელთა აცრა.
მოვუწოდებ მშობლებს, ვისაც სკოლაში დაჰყავს ბავშვი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყვნენ აცრილი, რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხო გარემოში. ასევე ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი, რომ ბავშვები გვყავდეს უსაფრთხო გარემოში. აუცილებელია დასწრებული სწავლების აღდგენა.
ამ პანდემიამ, გარდა უზარმაზარი ჯანმრთელობითი და ეკონომიკური დანაკარგისა, უზარმაზარი დაზიანება მიაყენა განათლების სექტორს და განსაკუთრებით, სკოლას. ბავშვებისთვის აქტიური საკლასო სწავლება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ვეძებთ ყველა გზას, რომ სწავლა დასწრებულად აღდგეს. ამიტომ, ყველა სკოლაში უნდა იყოს დაცული განსაკუთრებული ჰიგიენური პირობები, კლასების განიავება, ხელების დაბანა, სანიტაიზერები, ტემპერატურის გაზომვა, მასწავლებლების ტესტირება. ქვეყანაში სწავლის აღდგენას ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი!
იცით, რომ მე რამდენჯერმე გავაჟღერე ჩემი პირადი მოსაზრება, ვისურვებდი, რომ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა იყოს მანდატორული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც