წიფნარის საჯარო სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ზურაბ კიკვაძის სახელი მიენიჭა
20-09-2021
დაკოპირებულია
-
+
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული ზურაბ კიკვაძის სახელი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ სკოლას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა, სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა სკოლისთვის ზურაბ კიკვიძის სახელის მინიჭება. იგი წიფნარის სკოლის კურსდამთავრებული იყო.
„წიფნარის საჯარო სკოლას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად სკოლას მიენიჭა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული ზურაბ კიკვაძის სახელი. ზურაბ დიმიტრის ძე კიკვაძე დაიბადა სოფელ წიფნარში. საშუალო სკოლისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, 1993 წლის მარტის თვეში მოხალისედ ჩაეწერა ორხევის სადესანტო ბატალიონში, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის რეგიონში. ერთ-ერთი სპეცოპერაციის შესრულებისას მიღებული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად დაიღუპა 1993 წლის 24 ოქტომბერს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში. მისი გარდაცვალება უდიდესი ტკივილია სოფლისთვის. ზურაბ კიკვაძე არის მამულიშვილობის, ვაჟკაცობის, ქართული სულისკვეთების, სამშობლოსადმი თავშეწირულობის სიმბოლო. სამშობლოსადმი დაღუპული ახალგაზრდის სახელის უკვდავსაყოფად და პატივისცემის დადასტურების მიზნით მიღებული გადაწყვეტილება საამაყოა სოფლისა და სკოლისათვის“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.