მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა - ქეთევან ემრაშვილმა წარმატებას მიაღწია.
პედაგოგმა, სკოლის სასახელოდ ინგლისურ ენაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა:
სკოლის დირექტორი ნინო წიფიანი პედაგოგის შედეგებით ძალიან ამაყობს და მისალოც წერილს ავრცელებს.
„ეს ჩვენი ქეთია. მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მივიღეთ ინგლისური ენის პორტფოლიოების შეფასებები. მოხარული ვარ, რომ წელს ინგლისურში ძალიან კარგი შედეგებია, ამჟამად გვყავს უმაღლესი 100 ქულის მფლობელი ხუთეული: ინგა ხერგიანი, თამარ გოგოლაძე, ნანა ვასაძე-ჯანელიძე, ნინო ჯორბენაძე და ქეთევან ემრაშვილი. პორტფოლიოები შეფასდა საგნობრივი ექსპერტ-კონსულტანტის - ნონა პოპიაშვილის მიერ. ქალბატონმა ნონამ აღნიშნა, რომ პროგრამაში ჩართული პედაგოგები მაღალპროფესიონალურად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ყველას გილოცავთ და წარმატებულ წელს გისურვებთ!“, - წერს დირექტორი ნინო წიფიანი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც