მასწავლებლები გაზრდილ სახელფასო დანამატებს თებერვლიდან მიიღებენ. „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
ცვლილების თანახად, სახელფასო დანამატები წამყვან და მენტორ მასწავლებლებს გაეზრდებათ. წამყვანი მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, 700 ლარით განისაზღვრა, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი - 1000 ლარით.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წამყვანი და მენტორი მასწავლებელთა სახელფასო დანამატების ზრდის შესახებ 2017 წლის ბოლოს განაცხადა. საკანონმდებლო მაცნეში ცვლილება კი 25 იანვარს გამოქვეყნდა.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო