მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსეთში პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავდამსხმელი სანადირო თოფით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა, 28 კი დაიჭრა.
სტუდენტების ნაწილმა აუდიტორიებში ბარიკადები აღმართა, ნაწილი კი ფანჯრიდან გადახტა, რათა თავდასხმას გადარჩენოდნენ.
თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია, იგი ამავე უნივერსიტეტის პირველკურსელია. მან სამართალდამცველებს აყვანისას წინააღმდეგობა გაუწია, შედეგად დაიჭრა და ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა.
თავდამსხმელი სამართლის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ტიმურ ბეკმანსუროვია. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მან სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც თავდასხმა დააანონსა. იგი ამბობდა, რომ კავშირი არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებასთან არ აქვს.
პერმში 21 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.