ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელები საშემოდგომო ზეიმზე სტუმრებს შემოდგომის ნობათით გაუმასპინძლდნენ
24-11-2017
დაკოპირებულია
-
+
ოქროსფერი შემოდგომა ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საშემოდგომო, თემატური ზეიმით გააცილეს.
საკლასო ოთახი მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით შემოდგომის ფერებითა და საშემოდგომო ნობათითა და ხილით მორთეს.
პირველკლასელებმა წელიწადის ეს დრო დაახასიათეს, დამსწრე საზოგადოების წინაშე შემოდგომის თანმხლევი მოვლენების შესახებ ისაუბრეს და საღამო ლექსებით, ცეკვებითა და სიმღერებით გაალამაზეს.
ზეიმი პატარების მიერ ჩურჩხელების დამზადებით დასრულდა. მოსწავლეები სტუმრებს შემოდგომის ნობათით გაუმასპინძლდნენ.
ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის პირველი კლასის ზეიმის ორგანიზატორი, კლასის ხელმძღვანელი, ლელა გაჩეჩილაძე იყო.