მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ. ახალშობილები სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი მკურნალობდნენ.
ორივე ტყუპის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისათვის.
„ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა და დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. თანდაყოლილი რესპირატორული დისტრეს სინდრომი ჰქონდათ და დინამიკაში დამძიმდნენ - კოვიდური პნევმონია აღენიშნებოდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმით ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა,“ - განაცხადა ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ბარათაშვილმა.
გარდაცვლილი ჩვილების დედა, ასევე კორონავირუსით, ორი კვირის წინ დაიღუპა. ტყუპები დედისგან დაინფიცირდნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.