მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სწავლა 4 ოქტომბერს დასწრებითად უნდა განახლდეს - ყოველ შემთხვევაში, საპირისპირო განცხადება ჯერჯერობით არც ერთ უწყებას არ გაუკეთებია და აქედან ამიტომ ლოგიკურია, რომ კვლავ გააქტიურდა მასწავლებლების კოვიდტესტირების საკითხი.
მთავარი კი ისაა, ხომ არ ხდება აუცრელი პედაგოგებისთვის ტესტირება ფასიანი? - აქტუალურ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ დღეში საშუალოდ 38-40 ათასი ტესტი კეთდება, საიდანაც ფასიანი მხოლოდ 3-5%-ია და ვისთვისაც ტესტირება უფასო იყო, კვლავ რჩება.
„არაფერი შეცვლილა. მთავრობის 975-ე განკარგულება განსაზღვრავს, ვისთვისაა ტესტირება უფასო და ვისთვის - ფასიანი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასიდან 40 ათასამდე, აქედან ფასიანი არის 3-5%. დანარჩენი არის სახელმწიფოს ხარჯზე. ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფოს ხარჯზეა. თუ ვინმეს უნდა ყოველ დღე გაიტესტოს, ისინი მიდიან და თავის ხარჯით იტესტებიან, მაგრამ რაც დადგენილია სახელმწიფოს მიერ, ანუ ვისთვისაც უნდა იყოს ტესტირება უფასო, ისევ უფასოა. არაფერი შეცვლილა და არც არავის მოუნდომებია ჯერჯერობით, რომ რამე შეეცვალა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.