მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უკრაინაში, ქალაქ ლვოვის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ სოციალურ ქსელში საკუთარ მასწავლებლებზე მიმები გამოაქვეყნა. პედაგოგებმა კარიკატურები ბულინგად აღიქვეს და მოსწავლეს სასამართლოში უჩივლეს.
მასწავლებელთა საჩივრის გამო, ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ მოსწავლის მამა დააჯარიმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში ლვოვის №10 სკოლის მოსწავლემ Instagram-ში გვერდი შექმნა, სადაც სკოლის მასწავლებელთა ფოტოებით შექმნილ მიმებს აქვეყნებდა.
მასწავლებლებს მოსწავლის იდეა არ მოეწონათ. მათ მიმები ბულინგად მიიღეს და პოლიციაში შესაბამისი განცხადება დაწერეს.
სასამართლო სხდომის დროს მოსწავლის მამამ საკუთარი დანაშაული სრულად აღიარა. ამიტომ სასამართლომ ის N184 მუხლით დამნაშავედ ცნო (მშობლების მიერ ბავშვის აღზრდის ვალდებულებების შეუსრულებლობა) და 850 გრივნით დააჯარიმა.გარდა ამისა მან ასევე უნდა გადაიხადოს სარჩელის ბაჟი 420 გრივნა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლის მშობლებს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.
წყარო: Zaxid.net
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.