სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რომელ საგანში რამდენი შემაჯამებელი დავალება უნდა დაიწეროს - I და II სემესტრში რაოდენობა განსხვავებულია
26-09-2021
-
+


2021-2022 სასწავლო წლისთვის ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლებისთვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. ცვლილება შეეხო შემაჯამებელი დავალებების მინიმალურ რაოდენობასაც. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება 4 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მოგეხსენებათ, სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: მიმდინარე საშინაო დავალება; მიმდინარე საკლასო დავალება და შემაჯამებელი დავალება.

ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს V კლასის მეორე სემესტრის, ასევე VI კლასის და საბაზო-საშუალო საფეხურების თითოეული საგნისათვის სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას.

მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი).

თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და მისი ჩატარების ფორმა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა.

რაც შეეხება შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობას საგნების მიხედვით:

ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში პირველ სემესტრში მინიმუმ 4, მეორე სემესტრში კი მინიმუმ 5 შემაჯამებელი დავალება უნდა ჩატარდეს, მე-12 კლასში კი პირველ სემესტრში მინიმუმ 3, მეორეში - 4.

მათემატიკა - მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში პირველ სემესტრში 4, მეორეში - 6 შემაჯამებელი უნდა შესრულდეს, მე-12 კლასში კი პირველში - 4, მეორეში - 4.

პირველ უცხო ენაში - მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში პირველ სემესტრში მინიმუმ 2, მეორეში კი მინიმუმ 3 შემაჯამებელი უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება მე-12 კლასს, აქ პირველ სემესტრში მინიმუმ 3, მეორეში კი -2.

ისტორია - მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 კლასებში პირველ სემესტრში მინიმუმ 2, მეორეში კი 3 შემაჯამებელი უნდა შესრულდეს, მე-9 კლასში პირველ სემესტრში მინიმუმ 3, მეორეში - 4, მე-12-ში კი პირველსა და მეორე სემესტრში თითო-თითო შემაჯამებელი.

გეოგრაფია - მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში პირველ სემესტრში 2, მეორეში - 3 შემაჯამებელია საჭირო, მე-12 კლასში კი არცერთი.

ბიოლოგია - მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში პირველ სემესტრში მინიმუმ 2, მეორე სემესტრში 3 შემაჯამებელი უნდა ჩატარდეს, მე-12-ში არცერთი.

უფრო ვრცლად და დეტალურად, თუ რომელ საგანს რამდენი საათი დაეთმობა და რამდენი იქნება შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა ქართულენოვან და არაქართულენოვან საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, კლასების მიხედვით, იხილეთ დანართი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება