წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ
21-09-2021
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა სკოლის ბაზაზე არსებულმა ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ / Cultural-Humanitarian Fund „Sukhumi“-თან ერთად დაგეგმილი პროექტის ფარგლებში გამართა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ 3 შეხვედრა იყო. პროექტის მიზანი ადგილობრივ პროგრამებზე ახალგაზრდების ინფორმირება და მუნიციპალიტეტეტში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდაა.
პროექტში მონაწილეობდნენ მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბენიძე, მე-10 კლასის მოსწავლეები ანასტასია ლობჟანიძე, სალომე ტყაბლაძე და ნინი კირთაძე, ასევე, მე-9 კლასის მოსწავლე ნია ქობულია.
პროექტის სახელწოდებაა: BRAIN-ROOM- ახალგაზრდული სივრცე ადგილობრივ პროგრამებზე საზოგადოების ინფორმირებისათვის.
„ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე განახორციელეს მნიშვნელოვანი საინფორმაციო სახის შეხვედრები სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებთან და გააცნეს მათ ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამები. პროექტი აღნიშნული აქტივობებით ხელს შეუწყობს სადისკუსიო სივრცის შექმნას, მე-4 საჯარო სკოლის ბაზაზე, სადაც ახალგაზრდებს, პედაგოგებს, მშობლებს საშუალება ექნებათ მყუდრო, მშვიდ გარემოში მოუსმინონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, დაუსვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე. მოსწავლეებმა სამ ჯგუფად (თითო ჯგუფში 6-7 წევრია) სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს აქტივობები. კლუბის წევრებმა უფროსი ასაკის ადამიანებთან ჩაატარეს მასტერ -კლასები, როგორ მოიძიონ ინფორმაციები ონლაინ, მოხდა მოსახლეობის ინფორმირება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროგრამებზე, სოციალური ქსელის საშუალებით გააცნეს მოქალაქეებს ახალი შეთავაზებები. ეს ახალგაზრდები გახლავთ მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბენიძე, მე-10 კლასის მოსწავლეები: ანასტასია ლობჟანიძე, სალომე ტყაბლაძე და ნინი კირთაძე, მე-9 კლასის მოსწავლე ნია ქობულია. ისინი ონლაინ აცნობენ სხვადასხვა პროგრამებს მოსახლეობას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სოციალური გვერდის დახმარებით. წარმატებები ახალგაზრდებს!“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.