სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„ბავშვის თავიდან მოშორება თუ არ გინდა, ახლა, როგორ უნდა გაუშვა ბაღში?“ - მშობლები ბაღების გახსნაზე
28-09-2021
-
+


ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ 4 ოქტომბერს საბავშვო ბაღები გაიხსნას, თუმცა მშობლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ორად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ  პანდემიის პირობებში საბავშვო ბაღები არ უნდა ფუნქციონირებდნენ, ხოლო ნაწილს მიაჩნია, რომ მიუხედავად მძიმე პანდემიური ფონისა ბავშვებისთვის თანატოლებთან ურთიერთობა საჭირო და აუცილებელია.

ასევე, არის ის კატეგორია, რომელსაც ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს და რა თქმა უნდა, დიდი სურვილი და მოლოდინი აქვთ ბაგა-ბაღების გახსნის. ჩაკეტილობის პერიოდი მათთვის ყველაზე რთულია, რადგან დამატებითი ხარჯების გაწევა უწევთ და ბავშვისთვის ძიძა აჰყავთ, ან კიდევ, კერძო ბაღში მიჰყავთ, მაგრამ ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომაროებას თუ გავითვალისწინებთ, ყველას ამის შესაძლებლობა არ აქვს.  შესაბამისად, მშობლების ნაწილმა სამსახური უკვე დაკარგა, ნაწილიც კი საფრთხის ქვეშაა. 

გთავაზობთ მშობლების კომენტარებს ბაღების გახსნასთან დაკავშირებით:

„ჭკუის მასწავლებელ დედებს ეხება, რა დროს ბაღიაო რომ გაიძახიან თქვენ დაიტოვეთ იმ დედების შვილები ვინც მარტოხელაა და თავისი მუშაობით არჩენს ბავშვს, ან თქვენ გაუნაწილეთ ლუკმა იმ ბავშვს, ვისაც მხოლოდ დედა ჰყავს და იჯდება დედა სახლში, ეთამაშება შვილს. მე გაძლევთ პირობას, არავინ არ გაუშვებს ბაღში ბავშვს ამ შემთხვევაში. თითის დაქნევაში ყველა მაგრები ხართ, ყოჩაღ! ყველა ვაცნობიერებთ, რაც ხდება მსოფლიოში და ყველას გვეშინია, საკუთარ ჩვენს თავზ მეტად, ბუნებრივია ბავშვის ბაღში გაშვება გვაშინებს, მაგრამ სხვა გზა რომ არ გვაქვს, რა ვქნათ? ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც დედისთვის, როცა თითს იშვერთ იმისკენ, რომელიც იძულებულია ჯანმრთელობა გარისკოს, რათა სახლში 1 პური მოიტანოს!!! “

„რა კარგია ზოგს, რომ არ გჭირდებათ ბაღი, ალბათ უმეტესობა არც მუშაობთ და არც იმაზე დარდობთ შვილს რა აჭამოთ. ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდება მუშაობა და ბავშვის ბაღში წაყვანა, მიწასთან ასწორებთ... აი, მესმის დედების თანადგომა ერთმანეთის მიმართ.. მალადეც გოგოებო.“

„სკოლებსა და ბაღებში არ წაყვანას რა აზრი აქვს, როცა ზღვას, მთას, სტადიონზე და კარუსელებზე თამაშს, გართობას არ ვიკლებთ დიდიან-პატარიანად???“

 „ვინც ამბობთ, ბაღი არ უნდა გაიხსნასო, ეტყობა ხელის გაუნძრევლად შემოგდით საარსებო თანხა. ჩემმა შვილმა დაამთავრა ბაღი. მეც ვატარებდი იმიტომ, რომ მშიერი ვერ დავტობებდი ბავშვს - უნდა მემუშავა. ახლა არ ვიცი რა მეშველება სკოლები, რომც გაიხსნას პირველ კლასელს იმდენი ყურადღება უნდა სავარაუდოდ შიმშილის ზღვარზე ვიქნებით.“

„რაც ეს პანდემიაა, არ მიტარებია ბაღში ბავშვი და რომც დაიწყოს არც ვატარებ - ჩემი შვილის ჯანმრთელობა პირველ რიგში დგას. კი მესმის და ვიცი ბაღი აუცილებელია, მაგრამ არა ასეთ ვითარებაში. მართალია ბავშვები სახლში გაველურდნენ, მაგრამ უნდა მიუდგეთ სწორად. ის რასაც ბაღში ასწავლიან შეგიძლიათ თქვენც ასწავლოთ, მაგალითად: ლექსები, ანბანი, დაახატინოთ და ასე შემდეგ. ჩაიაროს ამ ეპიდსიტუაციამ და მივესალმები სკოლების და ბაღების გახსნასაც... კი, ბავშვები გარეთაც გაყავთ, მეც გამყავს დროდადრო - დილოთ როცა ხალხი არაა სკვერში, ვცდილობ მოვარიდო ხალხმრავლობას. ისიც მესმის რომ ზოგს სამსახური გაქვთ და სხვა გზა არ გრჩებათ, მაგრამ რაღაც ალტერნატივა უნდა გამონახოთ რომ თქვენი შვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ზოგს ბავშვი ბაღში იმიტომ დაჰყავს, რომ მთელი დღე თავისუფლად იყოს.“

„ბავშვის მოცილება თუ არ გინდა, ახლა, როგორ უნდა გაუშვა ბაღში? მაგრამ იმ ადამიანებისიც მესმის ვისაც ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს. ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ. თუ დაიწყება ისე ვიმუშავებ, როგორც შარშან - პატარა უფროს შვილთან იყო, როცა სამსახურში ვიყავი. ამას 4 შვილის დედა ვამბობ, რომელსაც ისევე როგორც თქვენ მეც მჭირდება ხელისშემწყობი.“

„თუ ბაღი არ დაიწო სამსხური უნდა დავტოვო. ყველანაირი დეკრეტი,შვებულება, თხოვნები და ამომეწურა...“

„უფლის იმედად ვართ ყველანი. თუ არ დაიწყო და აქამდეც ხომ ვწვალდებით და ვინახავთ ბავშვებს? რამდენიმე თვეც მოვითბინოთ, ახლა ბაღში ბავშვის გაშვება არმგონია გონივრული იყოს.“ 

„მართალია ბაღი ზოგს ბავშვის თავიდან მოშორებისთვის გონია, სინამდვილეში ბაღი ბავშვის განვითარეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.“

„სავსეა სავაჭრო ცენტრები უპირბადო ბავშვებოთ და იქ არაფერია? მარტო ბაღი და სკოლა დაგვღუპავს?. ნეტა დაიწყოს...“

„რა დროს ბაღია ამ ვირუსებში, აცრილი ხარ თუ არა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ყველას ხვდება ვირუსი.“

„მებრალება ბავშვები უბაღოდ და სკოლის გარეშე....თუმცა სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით ისეთ მდგომარეობას გადმოსცემენ, გაფიქრებინებს რა დროს სწავლააა უნდა გადავრჩეთო.... ჩაცხრეს ეპიდ ვითარება და მივესალნები ბაღების სკოლების გახსნას.“

„არ გაუშვათ ბავშვები ბაღში, არც თქვენ გახვიდეთ გარეთ, არავისთან იკონტაქტოთ, არ იმუშაოთ, არ ისწავლოთ, არ ასეირნოთ ბავშვები და ა.შ. შვილების ჯანმრთელობას მხოლოდ 4 კედელში გამომწყვდეულები დაიცავთ...არ გაუშვებენ თურმე ბავშვებს ბაღში, ყველაზე მაგარი მშობლები არიან და დაქალიდან დაქალთან ატარებენ ყოველდღე, ძალიან რომ თავს მოაწყენენ მერე ეზოშიც ჩაიყვანენ ხალხმრავლობაში ან ტელეფონით გამოაშტერებენ სახლში... “

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება