სიახლეები
სიახლეები

2023 წლამდე მასწავლებლად დასაქმება ნებისმიერს შეუძლია - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლობის მსურველი?
23-09-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2023 წლამდე მასწავლებლად დასაქმება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია. ამის შესახებ გარდამავალ დებულებაშია ნათქვამი.

სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდების მასწავლებლის პროფესიაში მოზიდვა სამინისტრომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პედაგოგთა კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა. პრაქტიკოსის სტატუსი გაუქმდა და ახლა, სქემის მიხედვით მხოლოდ 3 - უფროსი, წამყვანისა და მენტორის სტატუსი არსებობს.

პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დასადასტურებლად შანსი ბევრჯერ მიეცათ, ე.წ. ბოლო შანსი 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული გამოცდების შემდეგ (მიუხედავად მიღებული ქულებისა) კიდევ ერთი სემესტრით სკოლაში დატოვება იყო.

ათასობით მასწავლებელმა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდები ვერ ჩააბარა. სწორედ იმიტომ რომ მასწავლებლის პროფესიაში კადრების დეფიციტი არ დამდგარიყო, კანონში ცვლილება შევიდა და 2023 წლამდე პედაგოგად დასაქმება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, მთავარია, აკმაყოფილებდეს რამდენიმე აუცილებელ მოთხოვნას.

  • 2023 წლამდე მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე, შესაძლებელია იყოს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი.
  • მასწავლებლობის მსურველები ვალდებული არიან სკოლაში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმებამდე ჩააბარონ იმ საგნის გამოცდა, რომლის სწავლებაც სურთ.
  • მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა ასევე ის პედაგოგი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა სკოლაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ იყო.

როგორც აღვნიშნეთ, სკოლაში დასაქმების შანსი ყველა პროფესიის ადამიანს აქვს, მთავარია, შეძლოს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარება. საგნის გამოცდის ჩაბარებისა და სკოლაში დასაქმების შემდეგ ისინი მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთვებიან, აღნიშნულ პროგრამაზე აკადემიური კურსის ფარგლებში პედაგოგიკას შეისწავლიან, პრაქტიკული კურსის ფარგლებში კი გაკვეთილებს ჩაატარებენ. პროგრამაში ჩართული პირები აკადემიური და პრაქტიკული კურსის დაძლევის მიხედვით შეფასდებიან და უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება