მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებს ურჩევენ მასწავლებელთა ვაქცინაციის საკითხი პედაგოგიურ საბჭოზე წამოჭრან. აღნიშნული ღონისძიება საჭიროა იმისთვის, რომ სკოლებმა საკარანტინო შეზღუდვების გამკაცრებისას მუშაობა შეძლონ. ამისთვის კი მასწავლებელთა არანაკლებ 80% უნდა იყოს აცრილი.
აღნიშნულის შესახებ РБК-Україна უკრაინის მთავარი სანიტარული ექიმის იგორ კუზინის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„მშობლებმა საკითხის განხილვა მშობელთა კრებაზე ან პედაგოგიურ საბჭოზე უნდა დაიწყონ ... მშობლებს ამ საკითხის ინიცირება და საქმის ცოტათი დაჩქარება შეუძლიათ“,- განაცხადა მან.
კუზინი მშობლებს ურჩევს სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს ვაქცინაციის სტიმული მისცენ.
„...დავაჩქაროთ ეს პროცესი სწორედ პედაგოგიურ საბჭოზე, რადგან ეს სასწავლო დაწესებულების მმართველი ორგანოა“,- დასძენს კუზინი.
მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ რეგიონში მშობლები საკუთარი მაგალითით მასწავლებლებს მოტივაციას აძლევენ: ისინი მიდიან სკოლაში და მასწავლებლებს ვაქცინის სარგებლისა და მისი უასფრთხოების შესახებ ესაუბრებიან.
გარდა ამისა, ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის კუზინი მშობლებს სთავაზობს ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩაატარონ, აჩვენონ საკუთარი მაგალითი ან სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან პერსონალური მოლაპარაკებები წარმართონ.
აღსანიშნავია, რომ ადრე უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში „წითელი“ დონის საკარანტინო შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში, სკოლები მხოლოდ იმ პირობით შეძლებენ მუშაობას თუ მასწავლებლების 80% იქნება აცრილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.