სიახლეები
სამასწავლებლო

„არიან მოსწავლეები და ოჯახები, რომელთაც არ აქვთ საჭირო ტექნიკა და წვდომა ინტერნეტთან“-ნათელა ხაზარაძე, ქუთაისის N32 სკოლის დირექტორი
22-09-2021
-
+


რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა ხაზარაძე გვესაუბრა.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში ახალი სასწავლო წელი ? ზოგადად, რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ?

- ახალი სასწავლო წელი, სამწუხაროდ, ონლაინ მიმდინარეობს. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ონლაინ გარემო მოწესრიგებულიყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არის რიგი პრობლემები, არიან მოსწავლეები და ოჯახები, რომელთაც არ აქვთ საჭირო ტექნიკა და წვდომა ინტერნეტთან. მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ სასწავლო წელი გაგრძელდება საკლასო ოთახებში წინააღმდეგ შემთხვევაში, სასწავლო წელი  ისევე არაეფექტური იქნება, როგორც წინა. ეკრანის მიღმა, როცა ვერ ხედავ მოსწავლეს (ვიდეო თვალს არ და ვერ რთავენ, პატარებს პასუხში ასწრებენ მშობლები, როცა არ იცი  საერთოდ არიან კი მოსწავლეები ჩართული, რადგან  კითხვაზე არ  გპასუხობენ და მიზეზია არ ისმის და ასე უამრავი) ძნელია, იმუშაო და შედეგს მიაღწიო. მხოლოდ ერთეული მოსწავლეები არიან მობილიზებული.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით?

 - მისასალმებელია ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლა, რაც აადვილებს  პროცესს, თუმცა  ვფიქრობ აქაც გვექნება პრობლემა, სამწუხაროდ, არიან მასწავლებელები, რომლებსაც  უჭირთ ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობა, გარდა ამისა, საკლასო ოთახები არა არის აღჭურვილი  კომპიუტერული ტექნიკით, სადაც მოხდება ჟურნალის წარმოება, მასწავლებელთა ნაწილს არც ისეთი ტელეფონები აქვთ, რომლითაც იმუშავებენ, ინტერნეტის სიხშირე დაბალი, კომპიუტერები  მხოლოდ ლაბორატორიაშია და ისინიც შესაცვლელი.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ვალდებულება და ძალდატანება ზოგადად აშინებს ადამიანებს, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიაშიც ასეა, თუმცა სკოლის  მასწავლებელთა 43% აცრილია. 

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყების გადადება დასწრებით ფორმატში განახლების მიზნით ?

- პირველკლასელობა პირველი ნაბიჯია ცხოვრების გრძელ გზაზე, ძნელია პატარებისთვის ეკრანიდან მუშაობა, ამიტომ ვფიქრობ ჯობია დაიწყოს ცოტა გვიან და სასკოლო სივრცეში.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

- სკოლის მოსწავლეებმა დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენეს, თუმცა ვფიქრობ, ეს მაინც რეპეტიტორებთან სიარულის შედეგია, ვინაიდან ბოლო 2 წელია ონლაინ სწავლების შედეგი სავალალოა და ზოგადად სკოლაში  უნდა დაბრუნდეს გამოსაშვები გამოცდები.  არა ,იმ ფორმატით რაც იყო, მასწავლებელიც და მოსწავლეც სხვაგვარ პასუხისმგებლობას გრძნობდა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება