სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ეზოს გალამაზებაში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო
22-09-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ეზოს გალამაზებაში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო. მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ერთობლივი ძალებით ასუფთავებენ და აწესრიგებენ.

ახალ სასწავლო წელს დასუფთავებითი სამუშაოები ბუნების დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და სწავლის საკლასო აუდიტორიებში განახლებამდე გაგრძელდება.

„ჩვენ კარგად ვიცით,რომ ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რადგან იშვითია ასეთი სიდიდისა და იშვიათი წიწვოვანი ფლორით შემკული ეზო. წელიწადში რამდენიმეჯერ მიმდინარეობს ეზოს განახლებითი სამუშაოები, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება: მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელია ჩართული.
2021-2022 სასწავლო წელს ეს სამუშაოები დაიწყო ბუნების დაცვის მსოფლიო დღეს და აგერ უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს, რადგანაც პანდემიის პირობებში ვართ, ამიტომ განრიგი შევადგინეთ და ნელ-ნელა ვაწესრიგებთ ჩვენს უნიკალურ ეზოს.
დღეს მუშაობაში ჩაგვერთო მე-4 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრასთან არსებული კლუბის: „რეინჯერები“  წევრები.
კლუბი აქტიურად  მუშაობს ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების კუთხით.
დასუფთავდა და ახალი ყვავილების ნერგებით შეივსო სკოლის ეზო. აქ ყოველდღე ფუსფუსია, განახლების სურნელით და სიხარულით გაჯერებული. ერთერთი ასეთი სიახლე ჩვენი განახლებული კიბის უჯრედია.
მთლიანად მოწესრიგდა გვერდითი კედლები და შეიღება მოაჯირები. აქვე კიბის საფეხურებზე მოეწყო ულამაზესი ყვავილების კუთხე. სამუშაოები გაგრძელდება დასწრებითი სწავლების აღდგენამდე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება