მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მოლოდინი, რომ ამ პერიოდისთვის ვაქცინაციის ტემპი შედარებით დაიკლებდა გვქონდა. ასევე, 60 წელზე ზევით მოსახლეობის მცირე ნაწილი არის ვაქცინირებული. ჩვენთვის კრიტიკულია სწორედ ამ ასაკის მოსახლეობის აცრა, ვინაიდან მათი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში მოთავსება და ლეტალობა არის ძალიან მაღალი. თუ არ მოხდა ამ ჯგუფის მაქსიმალური მოცვა, შემდგომი ტალღის პერიოდშიც გვექნება გადატვირთული ჰოსპიტალიზაცია და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. დღესდღეობით 60 წელზე ზევით მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელია 21%-ია, რაც ძალიან დაბალია. პირველადი ჯანდაცვის ექიმების აქტივობა არის სწორედ ამ ჯგუფზე მოთხოვნილი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სავალდებულო ვაქცინაციაზე გადასვლა არ იგეგმება, ვინაიდან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საკონსულტაციო რესურსი:
„ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან. ზრუნავენ საკუთარ თავსა და ნათესავებზე და იმ საინფორმაციო არხებით, რომლებიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ მოქალაქეები, აცრაზე გადაწყვეტილება თავიანთ სასიკეთოდ მიიღონ; ამ ეტაპისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა“. - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.