სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როდესაც ონლაინ გაკვეთილზე შესვლას მასწავლებელს მოსწავლეები ასწრებენ - როგორ უნდა აირიდოთ უხერხულობა „თიმსში“
27-11-2021
-
+


დისტანციური გაკვეთილებს მოსწავლეებმა მარტივად აუღეს ალღო, იმდენად მარტივადაც კი რომ ონლაინ კლასში შესვლას მასწავლებლებს ასწრებენ. ნაადრევად დაწყებული გაკვეთილები, ძირითადად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უხარიათ.

გაკვეთილზე შესული მასწავლებლები თავს უხერხულად გრძნობენ, როდესაც ონლაინ საკლასო სივრცეში მოსწავლეები ხვდებიან. ასეთ დროს პატარები ხშირად სხვადასხვა თემაზე საუბრობენ და საგაკვეთილო განწყობა აღარ აქვთ.

შეიძლება თუ არ რომ გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეებს შეზღუდული ჰქონდეთ ზარის წამოწყება და ისინი პედაგოგზე ადრე ვერ შევიდნენ ვირტუალურ კლასში? - შეკითხვას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პასუხობს.

„როდესაც გაკვეთილზე თქვენივე ჩანიშნულ შეხვედრაში კალენდრიდან შედიხართ, თუმცა ორგანიზატორად მოსწავლე გხვდებათ, ამის თავიდან აცილებისთვის, გაითვალისწინეთ:

კალენდარში გახსენით თქვენი ჩანიშნული შეხვედრა, აირჩიეთ „შეხვედრის პარამეტრები“ და მონიშნეთ: ვისაც ინგლისურად გაქვთ: Who can bypass the lobby?დააყენეთ Only me-ზე.

ვისაც ქართულად გაქვთ: ვინ არის უფლებამოსილი, რომ მოსაცდელს გვერდი აუაროს? - დააყენეთ „მხოლოდ მე“.

უნდა შეცვალოთ პირველი პარამეტრი.

ამ დროს შეხვედრაში შესვლას და გაკვეთილის დაწყებას მოსწავლეები ვეღარ შემოუერთდებიან მანამ, სანამ თქვენ არ დააჭერთ თანხმობის ღილაკს. აქედან გამომდინარე, პირველი ყოველთვის თქვენ შეხვალთ და ორგანიზატორიც ყოველთვის თქვენ იქნებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მოსწავლეს ზარის წამოწყების ფუნქცია შეგიძლიათ ფოტოს მიხედვით შეუზღუდოთ. თუმცა, ასევე გაითვალისწინეთ, რომ ის ვერ ისარგებლებს ჩათის ფუნქციით, ვერ გამოგეხმაურებათ შეტყობინებებზე გუნდის სიახლეებში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება