მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაერო-ს ბავშთა ფონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ჰასან ხალილმა, სკოლების გახსნის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უნისეფის“ რეკომენდაციაა - სკოლები, პანდემიის პირობებში, ყველაზე ბოლოს დაიხუროს და ყველაზე პირველი გაიხსნას.
თუმცა, აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ვაქინაცია - სწორედ აცრაზე გადის პანდემიის დასრულებისა და მოსწავლეების სასკოლო სივრცეში დაბრუნების გზა.
„ვაქინაცია ერთადერთი გზაა, რომელიც დაგვაბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში; რაც შეეხება სკოლებში მოსწავლეების დაბრუნებას, „უნისეფი“ ყველგან ხმამაღლა ამბობს - სკოლა უნდა იყოს ბოლო, რომელიც დაიხურება და პირველი. რომელიც გაიხსნება; გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ უნდა არსებობდეს წინაპირობა სკოლის გასახსნელად, როდესაც სხვა სექტორები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ფუნქციონირებს“.
ჰასან ხალილმა ასევე დასძინა, რომ ონლაინ-სწავლება აფერხებს და უკან ხევს მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას; „ბავშვები ზარალდებიან სოციალური ინტერაქციის თვალსაზრისითაც, რაც შეიძლება საბოლოოდ ფისიქიკურ პრობლემამდე მივიდეს“; სწორედ ამიტომ, ხალილმა აღნიშნა, რომ სკოლების გახსნასთან დაკავშირებით, კარგი იქნება, გამოიყენონ დიფერენცირებული მიდგომა - სადაც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 4 პროცენტზე ნაკლები იქნება, იქ დასწრებული სწავლება განახლდეს:
„კარგი იქნება დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება იმ რეგიონებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე ნაკლებია, გაიხსნას სკოლა; არ არის აუცილებელი, ყველა სკოლა, ყველა ქალაქში ერთდროულად გაიხსნას, მით უმეტეს, რომ საქართველოში 50 400 ბავშვს არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე და ისინი ონლაინ-განათლებას ვერ მიიღებენ. ვუსურვებ მასწავლებლებს, ნაყოფიერი სასწავლო წელი ჰქონდეთ ბავშვებთან საკლასო ოთახებში“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.