მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორმა, ლია როსტიაშვილმა etaloni.ge-ს საკუთარი გულისტკივილი გაანდო მაძიებელი მასწავლებლების სასერტიფიკატო გამოცდებთან დაკავშირებით. მან განათლების სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ 33 ქულის, იგივე 60%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პრაქტიკოსების მსგავსად, 10 კრედიტის მოპოვება მაძიებლებმაც შეძლონ.
ლია როსტიაშვილი: ზოგადად დადებითად ვარ განწყობილი მასწავლებლების სასერტიფიკატო გამოცდების მიმართ და ვთვლი, რომ ეს აუცილებელია პედაგოგების წინსვლისთვის. უბრალოდ, როგორც მაძიებელმა მასწავლებელმა, ჩემი გულისტკივილი მინდა გამოვხატო შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით. წელს ისტორიის გამოცდაზე გავედი და 55 ქულიდან, 33 ნედლი ქულა მოვიპოვე. მაძიებლებს გამსვლელ ქულად გვიწერია 38-ზე მეტი, მაშინ, როცა პრაქტიკოს მასწავლებლებს - 33. ისინი 33 ქულის აღების შემთხვევაში 10 კრედიტს იღებენ, ხოლო მაძიებლები - ვერა. ვფიქრობ, ეს შეცდომაა.
ორი უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, ისტორიული და უცხო ენები - ინგლისურის სპეციალობით, ისტორიული წითელ დიპლომზე დავამთავრე, სულხან-საბას სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 1989 წლიდან ვასწავლი სკოლაში. სასერტიფიკატო გამოცდებს კარგი ისიც აქვს, რომ არაერთ საგანის სწავლების შესაძლებლობა გვეძლევა - გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში. ჩემ დროს სკოლაში ხელოვნება არ ისწავლებოდა, თუმცა ხატვის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა - თვითნასწავლი მხატვარი ვარ, ხატებსაც ვწერ. აქედან გამომდინარე, ხელოვნებათმცოდნეობაში ჩავაბარე გამოცდა და 10 კრედიტით გავხდი პედაგოგი. ასევე, ინგლისურშიც 10 კრედიტი მაქვს მოპოვებული. ისტორიაში წელს გავედი პირველად, ამდენი წლის შემდეგ და ჩემი გულისწყვეტა მინდოდა გამეზიარებინა. დღეს ბევრი საუბრობს, რომ პრაქტიკოს მასწავლებელს კიდევ მიეცა გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა, რასაც მივესალმები და მიხარია. თავადაც მყავს პრაქტიკოსი, რომელიც ძალიან კარგი პედაგოგია, უბრალოდ ემოციური ფონის გამო, ვერ იღებს საჭირო კრედიტებს. მისი მოსწავლეები ნამდვილად ძლიერები და სანიმუშოები არიან. შესაბამისად მინდა, რომ კიდევ მიეცეს შანსი, ისევე, როგორც ყველას, უბრალოდ მაძიებლებიც უნდა გაგვითვალისწინონ 10 კრედიტის შეფასებასთან დაკავშირებით.
- არათანაბარ პირობებში გიწევთ კომპეტენციის დადასტურება?
- დიახ. მგონია, რომ ეს იურიდიულად არ არის გამართლებული. იგივე ქულით ერთი 10 კრედიტს იღებს და მეორე - არა, ადამიანის უფლებების დარღვევაც არის. ძალიან მინდა ჩემი გულისტკივილი გაითვალისწინონ ამ საკითხთან დაკავშირებით. განათლების მინისტრსაც მივწერე წერილი, გამოცდაზე იქნებ თანაბარი პირობები შეგვიქმნან პრაქტიკოსებს და მაძიებლებს. 10 კრედიტის მოსაპოვებლად ჩვენ გვიწევს 60%-ზე მეტი ზღვარის გადალახვა, რაც არ მოგვეთხოვება. შესაბამისად, ვისაც 60%-ის შესაბამისი ქულა აქვს აღებული, მინდა ჩაბარებულად ჩაგვითვალონ გამოცდა. კადნიერებად ნუ ჩამითვლით, კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, რადგან წლებია ისტორიას აღარ ვასწავლი - 2007 წლიდან. წელს გავედი პირველად ამ საგანში, პანდემიის გათვალისწინებით, შევძელი 60%-ის გადალახვა, თუმცა 10 კრედიტის აღების შესაძლებლობა არ მომეცა შეფასების კრიტერიუმების გამო. მოხარული დავრჩები, თუ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებენ. არ ვითხოვ ისტორიაში საათებს, რადგან სხვა საგნებს ვასწავლი, უბრალოდ ფაქტობრივად ჩაბარებული გამოცდა მინდა, ჩამითვალონ.
- აპელაციაზე გაგზავნეთ ნაშრომი?
- დიახ, ჩემს მსგავსად, კიდევ არის ერთი მასწავლებელი, მაგრამ არ მოგვიმატეს ქულა. ჩემი ნაშრომი, რომ ვნახე, ვფიქრობ, არის რამდენიმე პასუხი, სადაც ნამდვილად მეკუთვნის ქულის მომატება... პრაქტიკოსებს ისედაც შეუძლიათ, რომ გახდნენ უფროსი მასწავლებლები 1, 4, 7 კრედიტის მოპოვებით. 10 კრედიტის შემთხვევაშიც მათ აქვთ უპირატესობა, რაც ვფიქრობ, არ არის სწორი. მაძიებლების გამოცდა არ იყო მარტივი, არაერთი რუკა და სურათი გვქონდა მოცემული. ამიტომ მგონია, მე, რომ მაძიებელი ვარ და არ ვასწავლი სკოლაში, არ მაქვს შეხება ამ ყველაფერთან, უპირატესობაც უნდა მქონდეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა