მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს სკოლაში წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა ევალება. მას კანონი იცავს, სკოლაში მანდატურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება კი სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის.
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მანდატურისათვის ხელის შეშლა, შეურაცხყოფა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა დასჯადია.
გარდა ამისა, მანდატურები სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობენ. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიღებული ზიანი კი მათ სრულად უნაზღაურდებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თუ მანდატური მუშაობისას მიიღებს სხეულის დაზიანებას, მას ფულადი დახმარება ეკუთვნის. თანხის რაოდენობა დაზიანების სიმძიმეზეა დამოკიდებული.
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა“, - წერია კანონში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.