სიახლეები
სიახლეები

„ვიცოდით, პედაგოგთა ნაწილი ვერ დააკმაყოფილებდა რეფორმის მოთხოვნებს. ვაფრთხილებდით, რომ ეს იყო ბოლო შანსი და უნდა მომზადებულიყვნენ“ - მაია კობახიძე
23-09-2021
-
+


პრაქტიკოსი მასწავლბლებ8ი გამოცდების საბოლოო შედეგებით უკმაყოფილოები არიან და ეს ხან განათლების სამინისტროსთან აქციაში, ხან კი პრემიერისა და განათლების მინისტრის სახელზე გადაგზავნილ წერილებში ნათლად ჩანს. ისინი საგამოცდო ბარიერის დაწევას და ხელახალი სესიების დანიშვნას ითხოვენ. რამდენად აქვთ ამის მორალური უფლება პედაგოგებს, რომლებსაც კომპეტენციის დასადასტურებლად სრული 10 წელი ჰქონდათ, ეს ცალკე საუბრის თემაა; სამაგიეროდ, ისაა საინტერესო, არსებობს თუ არა რაიმე სამართლებრივი გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და სწორედ ამ კითხვით, Etaloni.ge-მ მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს მაია კობახიძეს მიმართა.

„უმძიმესი სიტუაციაა, მაგრამ არა - მოულოდნელი. რეფორმის დაწყებიდანვე ყველამ იცოდა, რომ პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ვერ დააკმაყოფილებდა რეფორმის მოთხოვნებს სრულყოფილად“, - აღნიშნა პროფკავშირის პრეზიდენტმა და დასძინა: „მთლიანად, რეფორმების მიმდინარეობის პერიოდში, ჩვენს ძირითად ამოცანას წარმოადგენდა, შეგვექმნა ისეთი პირობები და საკანონმდებლო ბაზა, რომ პედაგოგს შეძლებოდა, მაქსიმალურად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები და ჰქონოდა პროფესიული მხარდაჭერა. ამ მიზნით არაერთი მოსაზრებით და წინადადებით მივმართეთ განათლების სამინისტროს და უმადურობა იქნება, არ აღვნიშნოთ -  უმრავლესობა ჩვენი მოთხოვნებისა დაკმაყოფილდა. განსაკუთრებით სერიოზული მუშაობა დაგვჭირდა რეფორმით განსაზღვრული გამოცდების და სხვა აქტივობების ვადების ცვლილებებთან დაკავშირებით“.

აქვე აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა კომპეტენციების დადასტურების გამოცდების ვადები სამჯერ გახანგრძლივდა: 2010 წელს ამოქმედდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა“ და პირველი სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა 2010 წლის ზაფხულში, 60%-იანი ბარიერის გადალახვის ვალდებულებით; ამავე სქემის მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა დაეტოვებინათ პროფესია, იმ მასწავლებლებს, ვისაც არ ჰქონდა ორივე გამოცდა ჩაბარებული. 2015 წელს ამოქმედდა ახალი - „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემა, რომლის მიხედვით პრაქტიკოს მასწავლებელს მიეცა 4-წლიანი ვადა, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებული იქნა ნორმა, რომლის მიხედვით  შრომითი ხელშეკრულება უწყდებოდათ იმ მასწავლებლებს, ვისაც არ ჰქონდა ჩაბარებული საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდები. 2017 წელს, განათლების მინისტრის  გადაწყვეტილებით, ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რომლის თანახმად, მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა კომპეტენციების ნაწილობრივ დადასტურების, 1,4,7 კრედიტის მიღების უფლებით. 2019 წელს შენარჩუნდა 1, 4, 7 კრედიტის მიღების შესაძლებლობა და პრაქტიკოსი მასწავლებლების ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის იანვარი.

„დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, იმისათვის რომ კიდევ ერთხელ დანიშნულიყო გამოცდები და ეს ვადა გაგრძელდა 2020 წლის ზაფხულამდე. პანდემიის გამო გამოცდები ვერ ჩატარდა და გადატანილი იქნა 2021 წლის ზაფხულში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ 2020 წლის გამოცდებზე გასვლის მსურველთა რეგისტრაცია მეორედ გამოცხადდა, მათთვის ვინც 2020 წელს, დადგენილ ვადებში არ/ვერ გაიარეს საგამოცდო რეგისტრაცია, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მოტივებით.  ყურადსაღებია, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა გამოცდის გადაბარებისას, აესახებოდათ შედეგებს შორის უფრო მაღალი. მაგალითად, თუ მასწავლებელს მიღებული ჰქონდა 1 კრედიტი და გადააბარა გამოცდა, რომლის შემდეგ ვერ მიიღო ვერც ერთი კრედიტი. მასწავლებელს შეუნარჩუნდა წინა გამოცდაზე მიღებული 1 კრედიტქულა. ერთი სიტყვით, პროფკავშირი რეფორმების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე პირნათლად ასრულებდა მოვალეობებს, რათა შეგვექმნა ისეთი გარემო, რაც პედაგოგს მისცემდა შესაძლებლობას გამოცდების ჩაბარებისათვის. პარალელურად, ვატარებდით ტრენინგ-სემინარებს, გამოცდებზე მოსამზადებლად და სხვა სავალდებულო/დამატებითი აქტივობების განხორციელების სწავლებისათვის. ვგეგმავთ, დეტალურად გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია, რა მუშაობა გაწია სპმთპ-მა რეფორმის სრულყოფისა და მასწავლებელთა ხელშეწყობის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციებს ეტაპობრივად ვაქვეყნებდით, მაგრამ ვფიქრობ ზოგიერთისთვის საჭიროა შეხსენება“, - აცხადებს Etaloni.ge-სთან მაია კობახიძე, რომელიც საგამოცდო პროცესით უკმაყოფილო პედაგოგებსაც პასუხობს:

„ალბათ დამეთანხმებით, იდეალური არაფერი არ არსებობს, მათ შორის დოკუმენტები და ალბათ, არც საგამოცდო პროცესი, რომელშიც  ჩვენ ვერ ჩავერეოდით, მიუხედავად, ჩვენი არაერთი კრიტიკული მოსაზრების და საჯარო გამოსვლებისა. დროა, გავამხილოთ ჩვენი საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება: ბოლო წლებში, ჩვენი ტრენინგ-ცენტრის საგნობრივ ექსპერტებს გადავამოწმებინეთ ასობით მასწავლებლის საგამოცდო ნამუშევრების შეფასებები, მაგრამ შედეგი მასწავლებელთა სასარგებლოდ ვერ მივიღეთ. იყო შემთხვევა მივმართეთ სასამართლოს, მაგრამ საგამოცდო ნამუშევრის შეფასების შეცვლა არ მოხდა, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ობიექტურობა დაცული იყო. ჩვენ ვაფრთხილებდით პედაგოგებს, რომ ეს იყო ბოლო შანსი და საფუძვლიანად უნდა მომზადებულიყვნენ გამოცდებისთვის. ასეთია რეალობა“.

ბუნებრივია, აქ ჩნდება კითხვა - რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს შექმნილი ვითარებიდან და ხომ არ არის ალბათობა, სასწავლო წლის მერე სემესტრიდან პრაქტიკოსების გაშვების შედეგად, ხომ არ გაჩნდება კომპეტენტური კადრის დეფიციტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:

„მასწავლებლებს პრაქტიკულად არ მოუმართავთ პრეტენზიით, რომ ამ პროცესში დაირღვა მათი შრომითი უფლებები, გარდა ერთი შემთხვევისა, რომ შემცირდა  გამოცდის დრო ერთი საათით, პანდემიიდან გამომდინარე. შევისწავლეთ საკითხი და დადგინდა, რომ დროის შემცირებასთან ერთად, შემცირდა საგამოცდო ტესტის საკითხების რაოდენობაც.

პრაქტიკოს პედაგოგთა ძირითადი მოთხოვნაა,  მიეცეთ გამოცდის ჩაბარების კიდევ ერთი შანსი. ამ საკითხს დავაყენებთ, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება სამინისტროსთვის პასუხი არ მაქვს.  ვგეგმავთ  ინდივიდუალურად შევისწავლოთ თითოეული პრაქტიკოსი მასწავლებლის შედეგები, რამდენი კრედიტქულა აქვთ დაგროვილი, როგორია მათი ასაკი, სკოლაში მუშაობის სტაჟი და ა.შ.

მაგალითისათვის, თუ მასწავლებელი საპენსიო ასაკს მიახლოებულია, ალბათ მათ უნდა მიეცეთ პენსიაში ღირსეულად გასვლის შესაძლებლობა. პრინციპში ეს ძალიან შრომატევადი სამუშაო იქნება, მაგრამ იანვრამდე დრო გვაქვს და ყოველდღიურად ვეძებთ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ობიექტურ საფუძვლებს.

საფუძვლიანი არგუმენტების გარეშე, პოპულისტური მოთხოვნებით და არაარგუმენტირებული აქციებით, ვფიქრობ, მასწავლებლებისთვის დადებით შედეგს ვერ მივიღებთ. დამეთანხმებით, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების და მთლიანად რეფორმის მიზანი არის სწვლა-სწავლების ხარისხის ამაღლება. ვთხოვ ყველას, დაფიქრდნენ ამ უმთავრეს მიზანზე და ემოციების გარეშე, ყველამ ერთად ვიმუშაოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზების ძიებისათვის.

პედაგოგთა შრომითი უფლებების შელახვის მიმართულებით, სამართლებრივ საფუძვლებს ვერ ვხედავთ და თუ ეს იქნებოდა, მაშინ აქციის ორგანიზებასაც ვერავინ დაგვასწრებდა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

როდიდან გამოიდარებს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ამ ხატის წინაშე იმ ბავშვების მშობლები ლოცულობენ, რომელთა შვილები სწავლის ნიჭითა არ არიან დაჯილდოებულნი,

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება